უკანასკნელი 7,5 მილიარდი წლის განმავლობაში სპირტი არ შეცვლილა

 რატომ უნდა შევისწავლოთ შორეულ კოსმოსში არსებული სპირტი და რა გამომდინარეობს მისი ”ისტორიიდან”? (Physical Review Letters).

 მატერიის ფუნდამენტური კვლევის ინსიტუტის (ნიდერლანდები) მეცნიერებმა, ვიმ იუბახსის ხელმძღვანელობით, კოსმოსური სპირტის საშუალებით დაადგინეს, რომ ფიზიკის რიგი თეორიების მიუხედავად, ურთიერთქმდებათა ზოგიერთი კონსტანტა სამყაროს არსებობის განმავლობაში არ შეცვლილა.

 პროტონის მასა 1 836,152672-ჯერ მეტია ელექტრონისაზე. ეს თანაფარდობა, მასთან ერთად კი მატერიის მოლეკულური სტრუქტურაც, უკანასკნელი 7,5 მილიარდი წლის განმავლობაში არ შეცვლილა და ამ მონაცემიდან გადახრა პროცენტის მეასიათასედს არ აჭარბებს.

 ამის დასადგენად, უიბხასის ჯგუფს ირმის ნახტომის გარეთ არსებული მეთანოლის შესწავლა ეფელსბერგის რადიოტელესკოპით მოუხდა (გერმანია). ხსენებული ქიმიური ნაერთი, ამ თვალსაზრისით, ყოვლისმომცველ წყალბადზე უპირატესია.

efelsberg telescoppe მეთანოლი – უმარტივესი სპირტი, საკმაოდ მგრძნობიარე პროტონისა და ელექტრონის მასური თანაფარდობის დარღვევის მიმართ. დღევანდელი მნიშვნელობიდან უმცირეს გადახრასაც კი შეუძლია ამ მარტივი მოლეკულის სტრუქტურისა და შესაბამისად მისი შთანთქმის სპექტრის ცვლილება. იმის გამო, რომ კოსმოსში მეთანოლი დიდი რაოდენობით მოიპოვება, მათ შორის ჩვენს გალაქტიკაშიც, ”ძველი” და ”ახალი” მეთილის სპირტის შედარება, მეცნიერთა აზრით, პროტონისა და ელექტრონის მასათა თანაფარდობაში ცვლიელბის გადამოწმებისას, ”წარსულსა” და ახლანდელ დროში, საუკეთესო საშუალებაა.

 მაქსიმალურად ნათელი სურათის მისაღებად რადიოტელესკოპების მასივი – ALMA-ც გამოიყენეს. რადიოგამოსხივება წყაროებიდან (ჩვეულებრივ, ბლაზარებიდან), რომლებიც შორეული კოსმოსის მეთანოლს ”გვიშუქებენ”, ამ ნივთიერებაში გავლის მერე, ცალკეულ პარამეტრებს იცვლის, მათ შორის – მოძრაობის მიმართულებასაც. უფრო მეტიც, მეთანოლის მიერ რადიოგამოსხივების შთანთქმის ეფექტურობაზე მისი შემცველი ღრუბლის შემადგენელი ზემოქმედებს. ყველა ამ შესწორებების გათვალისწინებით, იუბხასის ჯგუფმა მეთანოლის სპექტრის ხაზების უცვლელობის შეფასებაში, უკანასკნელი 7,5 მლრდ. წლის განმავლობაში, უპრეცედენტო სიზუსტეს მიაღწია.

 რა გამომდინარეობს აქედან? ამ ორი ნაწილაკის (ატომი) მასათა შეფარდება სულაც არ არის აუცილებელი, რომ დროში ფიქსირებული იყოს. პრინციპში, ის ნელ-ნელა შეიძლება შეიცვალოს, ძლიერი და ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედებათა კონსტანტების შეცვლის გამო. ეს ცვლილებები რომ ხდებოდეს, არა მარტო შთანთქმის სპექტრები, არამედ ძველ სამყაროში მიმავალი პროცესების ქიმიაც შეიცვლებოდა, რაც ასტრონომთა თვალში უძველესი სამყაროს სურათის დამახინჯებას გამოიწვევდა (ადრეული სამყარო).

 შესაბამისად, პროტონისა და ელექტრონის მასური თანაფარდობის გაზომვა, ასტრონომიულ დაკვირვებებსა და თანამედროვე კოსმოლოგიურ სურათში, ასეთი არაერთმნიშვნელიანობის არ არსებობის ირიბი მტკიცებულებაა (პროტონის სუსტი მუხტი ექსპერიმენტის საფუძველზე პირველად გაზომეს; პროტონის ზომამ ფიზიკოსები საგონებელში ჩააგდო).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.