ასტროფიზიკოსებმა უცნაური ულტრამოკლე რადიოიმპულსები დააფიქსირეს, რომელთა წყაროები, როგორც ჩანს, ჩვენი გალაქტიკის(კარგად იცნობთ ჩვენს გალაქტიკას?) გარეთ მდებარეობენ. ეს სიგნალები ბარიონების დანაკლისის საიდუმლოს ამოხსნის გასაღებად შეიძლება იქცეს(Nature News).
ზემოკლე იმპულსების თვისებები რადიოდიაპაზონში(რამდენიმე მეათასედი წამის ხანგრძლივობის), რომლებიც დაახლოებით 10 წამში ერთხელ სიხშირით ჩნდებიან, ასტრონომთათვის აქამდე უცნობი ობიექტებიდან მოდიან(მოკლედ რადიოტალღებისა და რადიოასტრონომიის შესახებ).
„გასული ორი ათწლეულის განმავლობაში, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რადიოასტრონომიული აღმოჩენაა“ – ამბობს სკოტ რენსომი, ამერიკის ნაციონალური რადიოობსერვატორიიდან(თვითონ ამ კვლევებში მონაწილეობა არ მიუღია).
სიგნალები შორეული გალქტიკებიდან(უძველესი გალაქტიკა; სამყაროს პირველი გალაქტიკა; უშორესი SXDF-NB1006-2; უშორესი გალაქტიკური გროვა), რომელთა ხანგრძლივობა დღეებსა და თვეებს ითვლის, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ფიქსირდებოდა ასტრონომთა მიერ. ულტრამოკლე ანთებები კი პირველად იქნა აღმოჩენილი, ამბობს დენ ტორნტონი, ასტრონომი მანჩესტერის უნივერსიტეტიდან(დიდი ბრიტანეთი), კვლევის ერთ-ერთი ავტორი. ტორტონმა და მისმა კოლეგებმა ასეთი სიგნალების სისტემატიური კვლევა 2007 წლიდან დაიწყეს, როცა მათი ასრებობის პირველი ნიშნები გამოჩნდა.
პარკსის 64 მეტრიანი რადიოტელესკოპის გამოყენებით, მეცნიერებმა ოთხი რადიოსიგნალი აღმოაჩინეს, რომლებიც, დიდი ალბათობით, გალაქტიკის გარედან მოვიდნენ.
სივრცეში მოგზაურობის დროს რადიოტალღები უამრავი რაოდენობის ელექტრონებს ეჯახებიან, რომლებიც სიგნალის დაბალსიხშირულ შემადგენელს ახშობენ, მაშინ როცა მაღალსიხშირული კომპონენტი თითქმის უცვლელი რჩება. ტორნტონის ჯგუფის მიერ აღმოჩენილმა სიგნალებმა იმდენად ძლიერი დისპერსია განიცადეს, რომ ირმის ნახტომის ელექტრონების წილი მხოლოდ 3-6% თუ იქნება, რაც სიგნალების არაგალაქტიკურ წარმომავლობაზე მეტყველებს. ალბათ, მათ 1,7-დან 3,2-მდე მილიარდი პარსეკი გამოიარეს(5,5-დან 10-მდე მილიარდი სინათლის წელი).
მეცნიერთა ვარაუდით, ამ რადიოიმპულსების წყარო პატარა უნდა იყოს, ასტრონომული მასშტაბების მიხედვით, მაგრამ მაღალენერგეტიკული, მაგალითად, მაგნეტარი(1). ისინი კატასტროფულ მოვლენებზე მიუთითებენ, ძალიან დიდი მასების ობიექტთა მონაწილეობით. თუმცა, მათი ზუსტი წარმომავლობა ახლაც გამოცანად რჩება..
თუ ასტრონომები იმპულსების წყაროს ზუსტ მდებარეობას დაადგენენ(შესაბამისად მანძილსაც), ისინი სიგნალის დისპერსიის მიხედვით გალქტიკათშორისი ელექტრონების რაიდენობის განსაზღვრას შეძლებენ, რაც თავის მხრივ, ბარიონების(პროტონები, ნეიტრონები(ატომი)) „დასახლებათა“ სიმჭიდროვეზე მოგვითხრობენ.
გალქტიკათშორისი ბარიონების რაოდენობა მეცნიერებს ძალიან აინტერესებთ, რადგან ის უძველესი გამოცანის ამოსახსნელ გასაღებად შეიძლება იქცეს: რატომ ვერ აღწევს ბარიონთა რაოდენობა გალქტიკის შიგნით თეორიულად დადგენილ დონეს(ბარიონული და არაბარიონული ბნელი მატერია; კვაზარები ბარიონული ოსცილაციების საკვლევად).
სიგნალები ირმის ნახტომის გარედან
Posted by