უძველესი გალაქტიკა

 კოსმოლოგიაში მანძილებს ჩვეულებრივ კოსმოლოგიური წითელი წანაცვლებით აღნიშნავენ. საქმე იმაშია, რომ გამოსხივება, რომელიც შორეული ობიეტქბიდან მოდის, მოძრაობს სივრცეში, რომელიც ფართოვდება. ამის გამო დამკვირვებლამდე მოსულ სინათლეს უფრო გრძელი ტალღა აქვს(ანუ უფრო წითელია), ვიდრე მაშინ ჰქონდა, როცა გამოსხივდა.

ახალი ნამუშევრის ჩარჩოებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს გალაქტიკა MACS1149-JD1, წითელი წანაცვლებით 9,6. ანუ, ამ გალაქტიკიდან გამოსხივებული ფოტონები დედამიწის მახლობელ სივრცემდე 13 მილიარდი წელი მოფრინავდნენ. კვლევაში მკვლევარებმა ”ჰაბლი”(დიაპაზონი 0,2 და 1,6 მიკრომეტრი) და ”სპიცერი”(3,6 და 4,5 მიკრომეტრი) გამოიყენეს. მონაცმების ანალიზი რამდენიმე დამოუკიდებელი მეთოდით ჩატარდა(დოპლერის ეფექტი).

 მეცნიერთა თქმით, გალაქტიკა იმიტომ ჩანს, რომ მისგან გამსოხივებული სინათლის გზაზე გრავიტაციული ლინზა აღმოჩნდა(აინშტაინის რგოლი). ეს სინათლის სხივის მოძრაობის ტრაექტორიის ძლიერ გრავიტციულ ველში გადახრის გამო ხდება, ამ შემთხვევაში გრავიტაციის წყარო გალაქტიკური გროვა იყო. ლინზას დახმარებით მეცნიერებმა გალაქტიკის ასაკის დადგენაც კი შეძლეს – 200 მილიონი წელი, ასევე მასა, ჩვენი გალაქტიკის ერთი პროცენტი.

აღსანიშნავია, რომ თვითონ მეცნიერები მათ მიერ ნაპოვნ ობიექტს გალქტიკა კანდიდატს უწოდებენ. ამას სპეციალისტთა უმრავლესობაც ეთანხმება, რადგან ფაქტი გადამოწმებას მოითხოვს, ეს კი არსებული ტექნიკითაც არის შესაძლებელი.

 მკვლევართა აზრით, ეს აღმოჩენა არსებულ კოსმოლუგიურ მოდელს მნიშვნელოვნად ზღუდავს. ასეთი შორეული გალაქტიკის სრულფასოვან შესწავლას მხოლოდ ”ჯეიმს უები” თუ შეძლებს. ეს მომავალი თაობის ტელესკოპია, მან ”ჰაბლი” უნდა შეცვალოს. მისი სარკის დიამეტრი 6,5 მეტრია, ”ჰაბლის” 2,4 მეტრი. აპარატი სისტემა დედამიწა-მზეს ლაგრანჟის მეორე წერტილში განთავსდება, სადაც დედამიწის მუდმივი ჩრდილით იქნება დაცული, ჩვენი პლანეტიდან 1,5 მილიონი კილომეტრის მანძილზე.

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.