პროექტი SLS მიღებულია

ახალი გიგანტური რაკეტა-მატარებლის დამპროექტებლებმა, რომლებიც ნასასთვის მუშაობენ, ესკიზის წარმატებული ჩვენება მოაწყვეს(Space.Com).  ასეთი მასშტაბური რაკეტა-მატარებლები დიდი ხანია აღარ იქმნება: 100 მეტრიან ზემძიმე Space Launch System(SLS)-ს ორბიტაზე 70 ტონა სასარგებლო ტვირთის გატანა შეუძლია, ბაზურ ვარიანტში, ხოლო გაძლიერებულში – 130 ტონა. სწორედ მისი საშუალებით მოხდება პილოტირებული ექსპედიციების დედამიწის მახლობელი ორბიტიდან შორს გადაყვანა. ასეთი შორეული ფრენები კაცობრიობას 1972 წლიდან აღარ მოუხდენია, ანუ მისია ”აპოლონ-17”-ის მერე(აპოლონ-17 შორტის კრატერთან).
ივლისის ბოლო დღეს SLS-ის შემქმნელებმა ნასას თავიანთი პროექტი წარმოუდგინეს – 200 დოკუმენტიანი საქაღალდის სახით, 15 ტერაბაიტი თანმხლები ინფორმაციით, ხოლო მეორე დღეს ოფიციალური მოწონება მიიღეს. ამ პირველ ეტაპზე მათ ორი წელი იმუშავეს, ახლა კი იდეების, რაკეტის ნამდვილ ელემენტებად და მის პროტოტიპებად გადაქცევით დაკავდებიან.
 თუ პროცესი განრიგის მიხედვით წავა, უკვე 2017 წელს SLS-ის და მისი მთავარი ტვირთის – პილოტორებული ხომალდის ”ორიონის” პირველი ფრენაც მოეწყობა. ამ უკანასკნელის შემუშავება ჯერ კიდევ გრძელდება. ხსენებული წყვილის ფრენა პილოტირებული მისიით 2021 წლისთვისაა დაგეგმილი. ა.შ.შ-ს კოსმოსური გეგმების მიხედვით(ნასას ბიუჯეტის გარღვევა პლნეტარულ მეცნიერებაზე ცუდად აისახება), რომელთა შესახებაც ბარაკ ობამამ ჯერ კიდევ 2010 წელს განაცხადა, 2025 წელს SLS და ”ორიონი” ასტრონავტებთან ერთად დედამიწის მახლობელი ასტეროიდისკენ აიღებენ სტარტს, ხოლო 2030 წელს კი დიდი ხნის ნანატრი მარსისკენ(მარსის კოლონიზაციაში საწამლავი დაგვეხმარება; შესაძლებელია თუარა გამრავლება მარსზე?; ჩვენი მომავალი: მარსის კოლონიზაცია; მოგზაურობა მარსზე 39 დღეში; მარსისკენ მოგზაურობა მოსაწყენი საქმეა…; დარტყმისთვის მზადება: საშიში მარსი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.