მარსის კოლონიზაციაში საწამლავი დაგვეხმარება

მარსული ”ნიადაგის” შემადგენლობაში პერქლორატები შედის – ზექლორმჟავას(HClO4) მარილები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნივთიერებები ცოცხალი ორგანიზმებისთვის უკიდურესად მავნედ ითვლება, წითელი პლანეტის მომავალი კოლონიზატორებისთვის სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდნენ. კერძოდ, მათგან რაკეტებისთვის საჭირო საწვავის მიღებაა შესაძლებელი.
 პერქლორატები მარსზე, პირველად ”ვიკინგმა” 1976 წელს აღმოაჩინა. ექსპერტთა აზრით, პერქლორატები მთელი მარსული ნიადაგის 0,5-1%-ს შეადგენს. ისინი ალბათ, ქლორიდებზე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით ჩნდება, რომლებიც, დედამიწისგან განსხვავებით, ოზონის სფეროს არ არსებობის გამო არ ბლოკირდება(დედამიწა).
მომავალში კაცობრიობა მარსის კოლონიზაციას დაიწყებს. ბაზებისა და დასახლებების ასაგებად საჭირო წიაღისეულის თვალსაზრისით, მარსი ყველაზე უფრო მიმზიდველად გამოიყურება. ადრე თუ გვიან დედამიწა ყველასთვის სამყოფი ვეღარ იქნება და სხვა პლანეტაზე მოგვიწევს გადასახლება. მარსი კი ყველაზე ახლოს მდებარე, დედამიწის ჯგუფის პლანეტაა. უმთავრესი პირობა კი ისაა, რომ ყველაზე უფრო ნაკლები საფრთხეები დედამიწელებს სწორედ აქ ემუქრებათ, ვიდრე მზის სიტემის დანარჩენ პლანეტებზე.
 ეცნიერთა ჯგუფი ალფონსო დავილოს(SETI, ა.შ.შ.) ხელმძღვანელობით თვლის, რომ მარსზე, პერქლორატების არსებობას ორნაირად შეიძლება შევხედოთ. ერთის მხრივ, ეს ნივთიერებები მცენარეებისთვის ტოქსიკურია, ამიტომ მარსზე დასახლების ორგანიზაციის დროს, მინერალიზაციის ასამაღლებლად, ნიადაგის სპეციალური დამუშავება იქნება საჭირო. ამასთან ერთად, პერქლორატების იონების ორგანიზმში მოხვედრისას ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ითრგუნება, რაც ჰიპოთირეოზს იწვევს. ისეთი მცირე რაოდენობაც კი, როგორიც მარსზეა, საკმარისზე მეტი იქნება, რადგან მარსული ქარიშხლების(მარსული მტვრის სვეტი) დროს ტოქსიკური ნაერთები სკაფანდრებზე დაილექება და კოლონისტებს მოწამვლის საფრთხეს შეუქმნის.  მეორეს მხრივ, მარსის მომავალ ”დამპყრობლებს”, პერქლორატები სარგებელსაც მოუტანს. ამონიუმის პერქლორატი ძლიერი დამჟანგავია, იყენებენ ასაფეთქებელი ნაერთებისა და სარაკეტო საწვავის მისაღებად. გაცხელებით ის ქლორად, აზოტად და წყლად იშლება(გააჩნია საწყისი ნივთიერების შემადგენელს). ეს უკანასკნელი, ჟანგბადად და წყალბადად შეიძლება დაიშალოს, ჟანგბადის გარეშე კი, მოგეხსენებათ, ადამიანის არსებობა წარმოუდგენელია.
 პერქლორატები მარსელი ბაქტერიების არსებობის ჰიპოთეზის გამამტკიცებლის როლშიც გამოდის. დედამიწაზე ამ ნაერთის მაღალი კონცენტრაციები არ დაიმზირება, თუმცა ზოგიერთმა ორგანიზმებმა პერქლორატებიდან სიცოცხლისათვის საჭირო ენერგიის მიღება ისწავლა. ბევრ დედამიწელ ბაქტერიებს პერქლორატების ქლორიდებამდე აღდგენა შეუძლია, მათი გამოყენება ასეთი ნაერთებით დაბინძურებული წყლის გასასუფთავებლად შეიძლება. თუ მარსელი ბაქტერიები მართლაც არსებობენ, იგივე სამუშაოს, დედამიწელებზე უკეთ გააკეთებენ, რაც უფრო იაფიც იქნება.
რაც მთავარია – პერქლორატებს ანტიფრიზის თვისება გააჩნია, ეწინააღმდეგება გაყინვას, ამიტომ მარსის ეკვატორულ რაიონებში მეტი დროით მოხდება წყლის თხევად მდგომარეობაში შენარჩუნება. შესაბამისად, უმარტივესი ორგანიზმები, თავის მხრივ, სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად, პერქლორატების უფრო ეფექტურად გამოყენებას შეძლებენ.
 მეცნიერთა მიერ გაკეთებული დასკვნები მერამდენედ გვიჩვენებენ, რომ არ შეიძლება ყველაფერს მხოლოდ ერთმნიშვნელოვნად შევხედოთ. პერქლორატები მომწამვლელია, თუმცა სარგებელის მოტანაც შეუძლია. ნურც ამ ნივთიერებებთან კონტაქტისას საჭირო უსაფრთხოების წესები დაგვავიწყდება(NASA „ცნობისმოყვარეობის“ მიერ აღმოჩენილ ქიმიაზე საუბრობს; მარსის პანორამა „ფენიქსიდან“; სიცოცხლე მარსზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.