ნასას ბიუჯეტის გარღვევა პლნეტარულ მეცნიერებაზე ცუდად აისახება

 ობამას ადმინისტრაციამ, ნასას 2014 წლის ბიუჯეტი წარადგინა, რომელიც 17,7 მილიარდ დოლარს შეადგენს, აქედან 1,5 მილიარდი პლანეტარული მეცნიერებისთვის უნდა გამოყოფილიყო, მაგრამ მხოლოდ 200 მილიონი მიაკუთვნეს მათ, რამაც პლანეტარული მეცნიერების საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია, ისინი იმედგაცრუებულნი არიან, რადგან მათი მისიები სათანადოდ შეფასებული არ იქნა, მათი აზრით იდეები და ის მიღწევები, რომლებიც მათ აქვთ, იგნორირებულ იქნა, რაც სულაც არ არის უბრალო საქმე, რადგან მათი თქმით, იუპიტერის იდუმალი მთვარე ევროპა სულაც არ არის ხელწამოსაკრავი მისია და მზის სისტემაში მას სასიცოცხლო პირობების ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს. პლანეტარული საზოგადოების მეცნიერები შიშობენ, რომ მომავალი ბიუჯეტის სიიდან შესაძლებელია ევროპას გამოკვლევა იქნას ამოღებული, ისინი ამბობენ, რომ თანხები მხოლოდ ასტეროიდების საკვლევად არის გამოყოფილი, რომლებიც შესაძლებელია საფრთხეს წარმოადგენდეს დედამიწისთვის. ასევე, თანხები გათვალისწინებულია მარსზე პილოტირებული ფრენებისთვის და არა იმისთვის, რომ იქიდან წამოღებული სინჯები აქ ჩამოიტანონ და გამოიკვლიონ, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, ისინი იმედს იტოვებენ, რომ მომავალი ბიუჯეტის ხარჯები გათვალისწინებული იქნება ევროპასა და სხვა პლანეტების კვლევისთვის. შეიძლება, უფრო ცუდი სურათიც მივიღოთ, 2014 წლისთვის სავარაუდოდ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია თავის მოღვაწეობას ასრულებენ, ამიტომ ხარჯები ბიუჯეტში შეიძლება ბევრად გაუარესდეს(კიდევ ბიუჯეტთან დაკავშირებით).

 ავტორი: თეო ჯაფარიძე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.