მარსისკენ მოგზაურობა მოსაწყენი საქმეა…

 ფიზიოლოგებმა ექსპერიმენტ „მარს-500“-ის მონაწილეების აქტიურობისა და ძილის რეჟიმის დარღვევა აღმოაჩინეს, რომელიც წითელი პლანეტისკენ ფრენის სიმულაციის დროს პროგრესირებდა. ამერიკელი მეცნიერების დაკვირვებების შედეგების მოკლე მიმოხილვა ჟრნალ ScienceNow-სა და Wired-ში გამოქვეყნდა.

 ექსპერიმენტის მონაწილეებზე დაკვირვება სპეციალური სამაჯურებით ხდებოდა. ისინი ადამიანის აქტიურობას, ფიზიოლოგიურ მდგომარეობასა და ნაკვეთურების განათების დონეს აფიქსირებდნენ.

 მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მოხალისეთა აქტიურობა დროთა განმავლობაში კლებულობდა. ისინი ჰიპოკინეზის ნიშნებს ავლენდნენ – ცოტას მოძრაობდნენ და სინათლეს გაურბოდნენ. მათი ძილის ბიორიტმიც შეიცვალა – ექსპერიმენტის ბოლოსკენ ექვსიდან სამ მონაწილეს ჩვეულებრივზე ერთი საათით მეტი ეძინათ.

 ერთ-ერთი მონაწილის, რომენ შარლის თქმით, რომლის ციტირებასაც ScienceNow აკეთებს, დროთა განმავლობაში მას ინტელექტუალური სამუშაოს კეთება მობეზრდა, რუსულის სწავლის მაგივრად მან Counter-Strike-ის თამაში დაიწყო.

 ქმედებებში უკურეაქცია ბოლო 20 დღით ადრე მოხდა. ექსპერიმენტის დასრულებაზე ფიქრით გახალისებული მონაწილეების აქტიურობა ისეთივე გახდა, როგორც სიმულაციის დასაწყისში იყო.

 520 დღიანი იზოლაცია გარე სამყაროსგან ექსპერიმენტ  ”მარს 500”-ის წევრთათვის 4 ნოემბერს დასრულდა, როცა მათი ”კოსმოსური ხომალდის” ლუქები გახსნეს.

 ექსპერიმენტი 2010 წლის 3 ივნისს დაიწყო. მასში 6 სხვა და სხვა ქვეყნის მოქალაქე მონაწილეობდა. ექსპერიმენტის მონაწილეებს ”მარსონავტები” უწოდეს. ეს არის ყველაზე გრძელვადიანი ექსპერიმენტი, რომლის დროსაც ”მარსონავტები” გარე სამყაროსგან არიან იზოლირებულნი პირობებში, რომლებიც მარსზე ყოფნის იმიტაციას ახდენენ.

 მონაწილეები პირობით კოსმოსურ ხომალდში არიან და წითელი პლანეტის ზედაპირზე პერიოდულ გასვლებს ახდენენ. გარე სამყაროს ისინი მხოლოდ რადიოთი უკავშირდებიან, დაყოვნებით, რომელიც ასეთ მანძილზე რადიოკავშირის დროს ხდება ხოლმე. მარსზე ყოფნის დროს მონაწილეებს უნდა შეესრულებინათ სხვა და სხვა ამოცანები, დედამიწაზე ”დაბრუნების” ჩათვლით.

 ”მარს 500” – ეს არის როსკოსმოსისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი პროექტი. ექსპერიმენტი მაქსიმალურად არის მიახლოებული რეალურ პილოტირებულ გაფრენასთან მარსზე, დედამიწაზე დაბრუნების გათვალისწინებით. პროექტი ხორციელდება მოსკოვთან ახლოს, სამედიცინო-ბიოლოგიური პრობლემების ინსტიტუტში. პროექტის ღირებულება 15 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

 17 თვიანი სიმულაციის განმავლობაში, მარსონავტებზე მრავალრიცხოვანი სამედიცინო დაკვირვება ჩატარდა, განსაკუთრებით თავის ტვინზე, მათი სხეულები არაერთხელ იქნა სკანირებული, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო სასიცოცხლო მაჩვენებლები.

 კვლევის მიზანი ადამიანების ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური რეაქციის კვლევა იყო დიდი ხნით იზოლაციის მიმართ, რაც გარდაუვალია მარსისკენ მოგზაურობის დროს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.