2013 წელს ლოვჯოის კომეტა(C/2013 R1), კომეტა ISON-ს ეპაექრებოდა და გაიმარჯვა. ამ ვარსკვლავებიან პეიზაჟზე ლოვჯოის კომეტა ახალი წლის დღეს არის გადაღებული, როცა ის, დილის ცაზე აგრძელებდა მოძრაობას. გამოსახულება 3,5 გრადუსის ზომის ცას მოიცავს, ჰერკულესის თანავარსკვლავედში, რომელიც სუსტი ნათობის ვარსკვლავებით არის მდიდარი. ლოვჯოის შეუიარაღებელი თვალით დანახავა ძალიან ძნელია, ბნელი ცის მქონე რეგიონებიდანაც კი. თუმცა კარგი სამიზნეა ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან ბინოკლით სათვალიერებლად. ამ სურათზე, ხანგრძლივი ექსპოზიციით, შთამბეჭდავი კუდები და მომწვანო კომა გაცილებით კარგად ჩანს, ვიდრე ბინოკლში. ლოვჯოი მზის მხებ კომეტებს არ ეკუთვნის, ეკლიპტიკის თავზე მარყუჟის ფორმის ტრაექტორიით, მზესთან უახლოეს წერტილზე 22 დეკემბერს გავიდა. ახლა ის მზის სისტემის გარე რეგიონებისკენ მიემართება, ახალი წელი მისთვის პლანეტა დედამიწიდან 6,7 სინათლის წუთის დისტანზიაცე დაიწყო.
ლოვჯოის კომეტა ახალ წელს
Posted by