მზის მხები კომეტა

 მზის ალში მოძრავი მომაკვდავი კომეტა, 1996 წლის 23 დეკემბერს ფართოკუთხიანი სპექტრომეტრ-კორონოგრაფით(LASCO) გადაიღს, რომელიც კოსმოსური აპარატის SOHO-ს ბორტზეა დამონტაჟებული. LASCO დამაბნელებელ დისკოს იყენებს, რომელიც კადრის ცენტრში მოჩანს, რათა მზის ელვარე დისკო ჩაბნელდეს და შედარებით სუსტი, 8 მილიონი კილომეტრის ზომის გვირგვინის შიდა ნაწილის ფოტოგრაფირება მოხერხდეს. კომეტა იმ მომენტშია გადაღბული, როცა მისი კომა მზის ელვარე ეკვატორულ რეგიონში შედის, ის ვერტიკალურადაა გადაჭიმული. SOHO ორბიტაზე ისეთნაირადაა მოთავსებული, რომ ყოველთვის მზეს უყრებს. მან უკვე 1500-ზე მეტი კომეტა აღმოაჩინა, მათ შორის ბევრი ისეთიც, რომლებიც მოძრაობისას მზეს ეხებიან. ამ კომეტების ორბიტები იმას მოწმობენ, რომ მათი უმრავლესობა მზის მხებ კროიცის ჯგუფს ეკუთვნის, გაჩენილს ერთი დიდი კომეტის დაშლით, რომელმაც მზესთან ახლოს მეთორმეტე საუკუნეში გაიარა. 1965 წლის დიდი კომეტა(იკეა-სეკი) ასევე ამ ჯგუფს ეკუთვნის, ის მზის ზედაპირს დაახლოებით 650 ათასი კილომეტრის დისტანციაზე მიუახლოვდა. ასეთი მიახლოებისას კომეტები მიზიდულობისა და გამოსიხვების დამღუპველ ზემოქმედებას განიცდიან. აქ ნაჩვენები კომეტა, ე.წ. სააღდგომო კომეტა სოჰო 6, განადგურდა. ამ წლის ბოლოს, სავარაუდოდ, კომეტა ISON-იც მზის მხები, ყველაზე ელვარე კომეტა გახდება. თუმცა, ის კრეიცის ოჯახს არ მიეკუთვნება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.