კოსმოსური ქუხილი

 მეტეორიტის მიერ ადამიანის მოკვლის არცერთი შემთხვევა არ არის ცნობილი (პირველი შემთხვევა…). არადა, სულ მცირე ზომის ციურ სხეულსაც, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში იჭრება, ატომური იარაღისთვის შესაფერისი დამანგრეველი (კინეტიკური) ენერგია გააჩნია. ზოგჯერ, როგროც ახალხანს მომხდარმა მოვლენება გვიჩვენა, ციური სხეული სრულიად მოულოდნელად შეიძლება გვესტუმროს. ჩელიაბინსკის ბოლიდმა თავისი ელვარებითა და დარტყმითი ტალღით ყველა გააგოგნა. ჩაიმსხვრა ფანჯრები, კედლებიდან  ჩამოცვივდა მოსაპირკეთებელი ფილები, დაზიანდა შენობები. ამის შესახებ ბევრი დაიწერა, მოვლენის არსზე კი გაცლიებით ცოტა.

 სარტყელიდან ამოვარდნილი

 ჩელიაბინსკის მეტეორიტის მაგავრი სხეულები, მთავარი ასტეროიდული  სარტყელიდან მოდიან, რომელიც მარსსა და იუპიტერს შორის მდებარეობს. ეს სარტყელი, დედამიწიდან შორსაა, თუმცა პერიოდულად მას კატალკლიზმური მოვლენები შეარყევს ხოლმე: შედარებით დიდი ობოექტები ერთმანეთს ეჯახება და მცირე ნაწილებად იშლება, რომლებიც შემდგომ დედამიწის მახლობელი ასტეროიდების რიგებში გადადის, მათი ორბიტები კი უკვე დედამიწისას კვეთს (მზის სისტემა).

 ზოგჯერ, ციური ქვები ხსენებული სარტყელიდან პლანეტების მიერ გამოწვეული გრავიტაციული შეშფოთებების გამოც ვარდება. ჩელიაბინსკის მეტეორიტის ტრაექტორიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის ე.წ. აპოლონის ჯგუფის წარმომადგენელი იყო. ამ ჯგუფის ობიექტები მზის გარშემო ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს, რომელიც დედამიწისას კვეთს, თან მათი პერიჰელიუმი (მზემდე უმცირესი მანძილი) დედამიწისაზე მცირეა (საშიშროება კოსმოსიდან).

 მათ უსწორმასწორო ფორმები აქვთ, ეს ხომ ნამხსვრევებია. მათი უმრავლესობა კლდოვანი ქანებისაგან შედგება, ე.წ. ხონდრიტები (იშვიათი მეტეორიტების წარმომავლობა). აღსანიშნავია, რომ მეტალური ობიექტები უფრო ცოტაა, საერთო რაოდენობის 5%, თუმცა ნანახი მეტეორიტების შემადგენელში საკმარისი რაოდენობით რკინაა (ეკრობა მაგნიტს, აფიქისრებს მეტალოდეტექოტრი). რკინის მეტეორიტი უფრო მტკიცეა და დედამიწის ატმოსფეროს გადალახვის მეტი შანსი აქვს.

 წარმოუდგენელი სიჩქარეები

 მეტეოროიდის ბედი არა მარტო ზომასა და ფიზ-ქიმიურ თვისებებზეა დამოკიდებული, არამედ ატმოსფეროში შემოჭრის სიჩქარეზე, რომელიც საკმაოდ დიდ დიაპაზონში ვარირებს. ყველა შემთხვევში, ზემაღალ სიჩქარეებზეა ლაპარაკი, რეაქტიული თვითმფრინავებისა და თანამგზავრების სიჩქარეზე გაცილებით მეტზე.

 ატმოსფეროში შემოჭრის საშუალო სიჩქარეა 19 კმ/წმ, თუმცა, თუ მეტეოროიდი დედამიწის შემხვედრი მიმართულებით მოძრაობს, სიჩქარემ 50 კმ/წმ, ანუ 180 000 კმ/სთ-ში შეიძლება მიაღწიოს. ყველაზე დაბალი სიჩქარე მაშინ ფიქისირდება, როცა დედამიწა და მცირე სხეული ახლო ორბიტებზე მოძრაობენ და პლანეტა, მას მიზიდულობის ძალით თავისკენ გადმოხრის.

  მეტეოროიდის ჩამოვარდნის ძირითადი ეტაპებია: დედამიწასთან მოახლოება, ატმოსფეროს სქელ ფენებში შემოსვლა, დაშლა ენერგოგამოყოფის მკვეთრი ზრდით, ნამსხვრევების მიწაზე ჩამოცვენა.

 რაც უფრო დიდია ციური სხეულის ატმოსფეროში შემოსვლის სიჩქარე, ზედაპირიდან მით უფრო შორს იწყებს დაშლას, ამიტომ მით ნაკლებია შანსი ნამსხვრევების ზედაპირამდე ჩამოღწევისა. ნამიბიაში, ამფითეატრის ფორმის შემოღობილ მონაკვეთში მეტალის უზარმაზარი ლოდი დევს, რომელიც 84% რკინას შეიცავს, ასევე ნიკელსა და კობალტს.

 ლოდი 60 ტონას იწონის და დედამიწაზე ჩამოვარდნილ ყველაზე დიდ მთლიანობა შენარჩუნებულ ციურ სხეულად ითვლება. ის 80 000 წლის წინათ ჩამოვარდა, ისე, რომ კრატერიც კი არ დაუტოვებია. ალბათ, გარკვეული მიზეზების თანხვედრის გამო, მისი ვარდნის სიჩქარე მინიმალური იყო, რადგან ამდაგვარი, სიხოტე-ალინის (1947წ.) რკინის მეტეორიტი ნაწილებად დაიშალა და კრატერული ველიც წარმოქმნა, ტაიგაში მიმოფანტულ ნაწილებს ახლაც პოულობენ.

რა ფეთქდება?

 სანამ მიწამდე მოაღწევს, როგორც ჩელიაბინსკის შემთხვევამ გვიჩვენა, მეტეორიტი საკმაოდ საშიში შეიძლება იყოს. გიგანტური სიჩქარით ატმოსფეროში შემოჭრილი ციური სხეული დარტყმითი ტალღის გენერირებას ახდენს, რომელშიც ჰაერი 100 000 გრადუსზე მეტად ცხელდება. დარტყმითი-სითბური ჰაერის გამოსხივება მეტეოროიდის აორთქლებას იწვევს. ის მანათობელი, იონიზებული ჰაერის გარსის, ანუ პლაზმის ღრუბელშია ჩაძირული. დარტყმით ტალღას უკან მაღალი წნევის არე მოსდევს, რომელიც მეტეორიტის „შუბლის“ მხარეს სიმტკიზეცე „ამოწმებს“. გვერდებზე მოქმედი წნევა კი მნიშვნელოვნად მცირეა. წნევათა წარმოქმნილი გრადიენტის გამო, დიდია ალბათობა, რომ მეტეორი დაშლას დაიწყებს.

 კონკრეტულად როგორ მოხდება ეს, ამ მეტეორის ზომაზე, ფორმაზე და შემადგენელზეა დამოკიდებული: ბზარებზე, ამონაჭრებსა და სიცარიელეების არსებობაზე. დაშლის დროს ბოლიდის განივკვეთის ფართობი იზრდება, რაც ენერგოგამოყოფის მომენტალურ ზრდას იწვევს. გაზების სულ უფრო მეტ რაოდენობას მოიცავს და სულ უფრო მეტი კინეტიკური ენერგია გადაიქცევა სითბურად.

  მეტეორის შემოჭრის დროს ხდება მოვლენა, რომელიც გამოცანას წარმოადგენს, ეს ე.წ. ელექტროფონური ეფექტია. ატმოსფეროში ციური სხეულის შემოჭრისას ადამიანს ამ სხეულიდან მომავალი შიშინის ხმა ესმის. აშკარაა, რომ ადამიანის ყურამდე ეს ბგერები ასე სწრაფად ვერ მოვა. შესაძლებელია, შიშინი, ბოლიდისგან მომავალი ელექტრომაგნიტური გამოსხივების, ზედაპირზე მყოფი ადამიანის გარშემო არსებულ სხეულებზე ზემოქმედებით ჩნდება. რას წარმოადგენს ეს ურთიერთქმედება უცნობია. მოწმეების თქმით, ელექტროფონური ეფექტი ჩელიაბინსკის მეტეორტიტის ფრენის დროსაც შეიმჩნეოდა.

 შეზღუდულ სივრცეში სწრაფი ენერგოგამოყოფა იგივე აფეთქებაა. სწორედ დაშლის დროს ხდება ბოლიდის ელვარების მკვეთრი ზრდა. ნახტომისებურად იზრდება დარტყმითი ტალღის ზედაპირული ფართობი, შესაბამისად, გაცხელებული ჰაერის მასაც.

 ატომური აფეთქების დროს, დარტყმით ტალღას სფეროს ფორმა აქვს, მეტეორის შემთხვეავში კი არა. ატმოსფროში შემოჭრილი მცირე ზომის ციური სხეული კონუსისებრ დარტყმით ტალღას წარმოქმნის, რომლის წვერზეც მეტეოროიდია, დაახლოებით ისეთს, როგორიც ზებგერითი რეაქტიული თვითმფრინავის „ცხვირის“ წინ.

 განსხვავება აქაც დაიმზირება: თვითმფრინავებს ხომ შემოდენადი ფორმები აქვთ, სქელ ფენებში შემოჭრილ ბოლიდს კი კუთხეებიანი. უსწორმასწორო ფორმის გამო ჰაერის დამატებითი ხვეულები წარმოიქმნება. სიმაღლის შემცირებასთან ერთად, ატმოსფერული ჰაერი უფრო სქელი ხდება და აეროდინამიური დატვირთვა იზრდება, ამიტომ მეტეოროიდის დაშლის დაწყების ალბათობაც მაღალია.
 დაშლის ყოველ ცალკეულ ეტაპს დამატებითი ენერგოგამოყოფა ახლავს თან, დარტყმითი ტალღა ძლიერად დამახინჯებული კონუსის ფორმას იღებს, წნევის ეს ცვლილებები დედამიწის ზედაპირზე ქუხილის სერიების სახით შეიგრძნობა. ჩელიაბინსკის (რა დაეცათ რუსებს თავზე?) შემთხვევაში მინიმუმ 3 ასეთი ქუხილი დაფიქსირდა.
 თუ აფეთქების სიმაღლე დიდია, დარტყმითი ტალღა ზედაპირზე შესუსტებული მოაღწევს. ხოლო თუ დაშლა შედარებით დაბალ სიმაღლეზე მოხდა, მაშინ ეს ტალღა საკმაოდ დიდი ფართობის „მოსუფთავებას“ შეძლებს, როგორც ატომური ბომბის ატმოსფერული აფეთქების, ან ტუნგუსკის მეტეორიტის შემთხვევაში.

 საბედნიეროდ, მეტეორიტებს ჯერ არავინ მოუკლავს, თუმცა საშიშროება ციდან არც ისეთი მიზერულია, რომ არაფრად მივიჩნიოთ. ტუნგუსკის ტიპის ციური სხეულები დედამიწაზე 1000 წელიწადში ერთხელ ვარდება, ჩელიაბინსკის ტიპისა კი ბოლოს, 1963 წელს, სამხრეთ აფრიკის კუნძულების მახლობლად ჩამოვარდა, მაშინდელი ენერგოგამოყოფაც 300 კილოტონას უტოლდებოდა.

 მხოლოდ ერთი შემთხვევაა ცნობილი, როცა შედარებით დიდი ზომის (4 მეტრი) მეტეოროიდის მომავალი ვარდნა ერთი დღით ადრე გახდა ცნობილი (ის 2008 წელს სუდანში ჩამოვარდა). კოსმოსური კატაკლიზმის ერთი დღით ადრე წინასწარმეტყველება არც თუ ისე გვიანია. თუ ის დასახლებული პუნქტისკენ მიფრინავს, მოსახლეობის ევაკუაციის განხორციელება შეუძლებელი სულაც არ იქნება. ერთი დღით ადრე არც იმის შეხსენება იქნება ზედმეტი, რომ თუ თქვენ ცაში ელვარე ანთებას ხედავთ, უნდა დაიმალოთ, და ნუ დაუწყებთ შუშაზე ცხვირმიდებულები დარტმითი ტალღის მოსვლას ცდას, როგორც ეს რუსებს დაემართათ.

4 comments

  1. საინტერესო სტატიაა.ბევრი რამე გავიგე კიდევ.
    რუსეთში ჩამოვარდნილი მეტეორის ფრაგმენტები თუ აღმოაჩინეს??

  2. ზღვაზე ვიპოვეთ უცნაური ქვა და შეიძლება თუ არა შევამოწმოთ მეტეორის ნატეხია თუ ჩვეულებრივი ქვა. სად შეიძლება შემოწმება?

  3. მოძებნეთ ჩვენი ფეისბუკ გვერდი – ასტრონომიის მოყვარულთა ჯგუფი. ფოტოები გადაუღეთ ქვას, პირველ რიგში, გვაჩვენეთ და მერე დანარჩენი, ვინმეს ეცოდინება, სად არის შესაძლებელი ქიმიური ანალიზი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.