იშვიათი მეტეორიტების წარმომავლობა

 მეტეორიტთა სიმრავლეში, რომლებსაც დედამიწაზე პოულობენ, მეცნიერები ყველაზე უფრო საინტერესოსა და იშვიათი ტიპის კოსმოსურ ნასხვრევებს გამოყოფენ.

 ასეთებს ეკუთვნის მეტეორიტები, რომლებსაც პალასიტები უწოდეს(Pallasite). ეს თავისებური ტიპის რკინა-ქვის მეტეორიტებია(ხონდრიტები და ახონდრიტები). ისინი რკინა-ნიკელის ფუძეს წარმოადგენს, ოლივინის ხშირი ჩანართებით. მეტეორიტებმა სახელი გერმანელი-რუსი მეცნიერის, პეტერ პალასის საპატივცემულოდ მიიღო, მან ასეთი მეტეორიტი კრასნოიარსკის მახლობლად იპოვა.


 ეს მეტეორიტები ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება და უცნაური სილამაზის ნახევრადძვირფას ქვებს გვაგონებს.

 დღეისათვის მეცნიერები პალასიტებს სამ ჯგუფად ყოფენ: ძირითადი, ”არწივის” და პალასიტ-პიროქსენის ჯგუფებად.

ყველაზე უფრო თანამედროვე ლაზერის გამოყენებით, მეცნიერებმა პალასიტების ახალი კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ეს მეტეორიტები ჩვენ პლანეტაზე დაახლოებით 30-ჯერ მცირე ზომის ასტეროიდებისა და პლანეტისმაგვარი ობიექტების შეჯახებებით გაჩნდა. შედეგად, გაჩნდა მინარევები, რომელბიც თვითონ ასტეროიდისა და ხსენებული ობიექტების კომპონენტებისგან შედგება.

”პალასიტების შესწავლით ჩვენ შევძლებთ უკეთ გავიგოთ, თუ როგორ ჩამოყალიბდა სხვადახვა ტიპის ციური სხეულები მზის სისტემის(1) განვითარების ადრეულ ეტაპებზე” – ამბობს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე ჯონ ტარდუნო.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.