რენტგენის დიაპაზონში მომუშავე ობსერვატორიამ – ”ჩანდრა”, ზეახლის აფეთქების ნარჩენის ნივთიერებების ქიმიური ანალიზი ჩაატარა. ახლა უკვე ცნობილია რა ელემეტებისგან შედგება ეს ახლაც ცხელი გაზისა და მტვრის ღრუბელი, რომელიც უზარმაზარი ვარსკვლავის კოლაფსის შედეგად გაჩნდა.
ირმის ნახტომის ცენტრისკენ მდებარე კასიოპეა A-მდე მანძილი 11 ათასი სინათლის წელია. აფეთქების დროს გამოსხივებულმა სინათლემ 1680 წელს მოაღწია ჩვენამდე. ის გალაქტიკის ყველაზე უფრო ელვარე რადიო წყაროა, თუმცა სხვა დიაპაზონებშიც ასხივებს.
სპექტრული ანალიზით დადგინდა, რომ კასიოპეა A-ში არის სილიციუმი – 20 ათასი დედამიწის მასით, გოგირდი – 10 ათასი დედამიწის მასა, რკინა – 70 ათასი დედამიწის მასა, ხოლო ჟანგბადი – მილიონი დედამიწის მასა. ასევე აზოტი, ნახშირბადი და ფოსფორი. ეს ყველაფერი ელემენტთა ნაკრებს წარმოადგენს, რომელიც დნმ-ს მოლეკულის შემადგენელშია.
ზეახლის აფეთქებები მძიმე ელემნტებით ამარაგებს სამყაროს. მზის სისტემა, მაგალითად, თავიდან ბოლომდე მასიური ვარსკვლავების ნარჩენებისგან არის ფორმირებული, ვარსკვლავებისგან, რომლებმაც ჟანგბადით, კალციუმითა და მთელი რკინის 40%-ით მოგვამარაგეს, დანარჩენი კი შედარებით მსუბუქი ვარსკვლავების აფეთქებებიდან მივიღეთ(როგორ გაჩნდა ქიმიური ელემენტები?).
კასიოპეა A (მასიური ვარსკვლავის აფეთქების შედეგი)-ს შიგნით ნეიტრონული ვარსკვლავია – 400 წლის წინათ აფეთქებული ვარსკვლავის ზეშეკუმშული ბირთვი. ახლა მისი დიამეტრი ორ ათეულ კილომეტრს არ აჭარბებს, აფეთქებამდელი წინამორბედი კი წითელი ზეგიგანტი იყო, მზეზე ასეულობით ან ათასეულებითჯერ დიდი.