ვარსკვლავური მტვერი ვერძში

 ვარსკვლავური მტვრისგან შექმნილი კომპოზიცია ჩრდილოეთის ცაზე 8 გრადუსზე მეტი ზომის სივრცეს იკავებს. მდებარეობს კარგად ცნობილი პლეადებიდან დასავლეთით, ირმის ნახტომის სიბრტყეში ვერძის თანავარსკვლავედის მიმართულებით. დედამიწიდან 330 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ცისფერი ვარსკვლავი ვერძის ε(ეფსილონი), გამოსახულების მარჯვენა კიდესთან ჩანს. ვარსკვლავების სინათლის ამრეკლი მტვროვანი ნისლეულები LBN762, LBN753 და LBN743, მდებარე ათასი სინათლის წლის მანძილზე, ხედვის არეში მარცხნიდან მარჯვნივ გამომწკრივებულან. ასეთ დისტანციაზე კოსმოსური პეიზაჟი 140 სინათლის წლის ზომის სივრცეს მოიცავს. დიდი მოლეკულური ღრუბლის კიდესთან მდებარე მტვროვანი ნისლეულები, ოპტიკური ტელესკოპების მახვილ თვალს ახლახანს ფორმირებულ ვარსკვლავებს ან პროტოვარსკვლავებს შეიძლება უმალავდეს. საკუთარი გრავიტაციის მოქმედებით შეკუმშულ შესქელებებში გაჩენილი პროტოვარსკვლავები, მოლეკულურ ღრუბლებშია ჩაძირული(პროტოვარსკვლავები; ნისლეულები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.