ანთროპოცენი თითქმის 2 მილიონი წლისაა

 ადამიანის მსოფლიო ბატონობა არა ფაბრიკებისა და ფერმების შექმნიდან დაიწყო, არამედ ცეცხლის მოპოვებიდან.

 ანთროპოცენი, არაფორმალური გეოქრონოლოგიური ტერმინია, იმ გეოლოგიური ეპოქის აღმნიშნნელი, რომელშიც ადამინის ზემოქმედება ველურ ბუნებასა და პლანეტის ეკოსისტემაზე მნიშვნელოვანად არის მომატებული. ეს ეპოქა, უფრო ადრე  შეიძლება დაიწყო, ვიდრე ითვლებოდა.

 ენდრიუ გლიქსონი, ავსტრალიის ნაციონალური უნივერსიტეტიდან, ამტკიცებს, რომ დედამიწაზე ბატონობა ადამიანებმა არც 250 წლის წინათ დაწყებული საწარმოო რევოლუციითა და არც 10 000 წლის წინათ გაჩენილი მიწათმოქმედებით დაიწყეს, არამედ იმ ბურუსით მოცულ დოში, 1,8 მილიონი წლის იქეთ, როცა გამართულად მოსიარულე ადამიანმა ცეცხლი მოათვინიერა.

 რა თქმა უნდა, ახლა, სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების ატმოსფეროში გატყორცნითა და ბირთვული ტექნოლოგიების ფლობით, დედამიწაზე გაცილებით ძლიერად ზევმოქმედებთ. თუმცა, გლიქსონი თვლის, რომ გადამწყვეტი ნაბიჯი სწორედ ცეცხლის დაუფლება იყო, როცა ადამიანებმა პირველად მიიღეს უზარმაზარი ენერგიის ამოღების შესაძლებლობა და თავიანთ სასარგებლოდ გამოყენება ისწავლეს.

 ლექციებზე, ასტრონომი მარტინ რისი (ბრიტანეთი; სამყარო ჰოლოგრამაა?; ასტროფიზიკოსი მარტინ რისი – რა არის ”არაფერი”?), დედამიწაზე უცხოპლანეტელების თვალით შეხედვას სთავაზობს აუდიტორიას. უკანასკნელი 8 000 წლის განმავლობაში, მცენარეთა კულტივირების ნიშნები გაჩნდა, ასევე დიდი ქალაქების სინათლეები, აეროზოლებითა და სათბური გაზებით დაბინძურებული ატმოსფერო, ბირთვული აფეთქებები (5 საშიში ექსპერიმენტი) და ხელოვნური თანამგზავრები. მარტინ რისი კითხულობს: ”იქნებ, ეს ჩვენი ბოლო საუკუნეა?”

 ყველა ფაქტორიდან, რომლებიც სიცოცხლის არსებობას უზრუნველჰყოფს, ერთი-ერთი განსაკუთრებულია – თხევადი წყალი (რატომ არ აორთქლდა დედამიწის წყალი?). წყალი ასევე უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა ადამიანის განვითარებშიც. ნეოლითიდან დაწყებული, სასოფლო მეურნეობაზე ორიენტირებული ცივილიზაციები მდინარეების მახლობლად, ან გრუნტის წყლების კონცენტრაციის ადგილებზე სახლდებოდნენ.

 ადამიანისთვის ხელმისაწვდომი წყალი, თავის მხრივ, წყლის ბუნებრივ წრებრუნვაზეა დამოკიდებული – შესაბამისად, კლიმატზეც, მათ შორის მდინარეთა ყოველწლიურ რიტმებზე, რომლებსაც მყინვარების დნობა და ზრდა მართავს, ტყეთა ზემოქმედება მიკროკლიმატზე, ნიადაგის ეროზია, ვულკანური აქტიურობა, მაგალითად, ინდონეზიის კუნძულებზე. წყალი თხევად მდგომარეობაში, მზიდან იდეალური დაშორების, ტექტონოკური და ვულკანური აქტიურობის, ასევე ატმოსფეროს შემადგენელის ხარჯზე ნარჩუნდება. პლანეტის ზედაპირის ტემპერატურა –90-დან +58 °C-ის ფარგლებში მერყეობს (ანტარქტიკული ყინვა: აბსოლუტური რეკორდი; თანამგზავრმა დედამიწის ყველაზე ცხელი წერტილი გადაიღო).

 ნახშირბადის, ჟანგბადის, აზოტისა და გოგირდის წრებრუნვის მმართველი ატმოსფერო, ბიოსფეროს ფილტვების როლს თამაშობს. ის, წყლიანი გარემოს არსებობას უზრუნველყოფს, სადაც მეტაბოლური და მიკრობიოლოგიური პროცესები მიმდინარეობს: ჰემობაქტერიები ვულკანური ფუმაროლების გარშემო იკრიბებიან, ნანობები კი ქერქის ღრმა ნაპრალებში, ფოტოტროფებისთვის ზედაპირთან ახლოს ყოფნაა უპირატესი.

 ატმოსფეროსა და სიცოცხლის ისტორია ურთიერთდამოკიდებულებაშია.

 თავიდან, დედამიწის ატმოსფერო ვენერისას ჰგავდა, რომელშიც CO2, CO, SO2, N2O, CH4, H2 და, ალბათ, H2S ჭარბობდა. CO2-ის ამოღებამ და სტაბილური არააქტიური გაზის – აზოტის დაგროვებამ, პირველ გამყინვარების პერიოდამე მიგვიყვანა, რომელიც 3 მლრდ. წლის წინათ მოხდა (პლანქტონი 3 მილიარდი წლის ქანებში).

 ცნობილია, რომ თანდათანობითი განვითარების პერიოდები მკვეთრი ცვლილებების ეპოქებით იცვლებოდა, რომლებიც სისტემას – ”ატმოსფერო-ოკეანები”, ასევე მცენარეთა და ორგანიზმების საცხოვრებელ გარემოს, შედარებით მოკლე დროში გარდაქმნიდა და სახეობათა მასობრივ გაქრობებს იწვევდა. როგორც წესი, კატასტროფისთვის ბიძგის მიმცემი ისეთი მასშტაბური კატაკლიზმები იყო, როგორიც ვულკანის ამოფრქვევა, ასტეროიდების ცვენა ან მეთანის აქტიური ამოფრქვევაა (მუდმივი მყინვარი – გაზები ჩრდილოეთიდან). ბუნებრივი გადარჩევა ნელა მოქმედებს, სახეობები კლიმატთან სწრაფ შეგუებას ვერ ახერხებენ. მაშინ, ბუნებრივი კატაკლიზმები ხდებოდა, ახლა კი ჩვენ, სულ რაღაც 200 წლის განმავლობაში, საკუთარი ხელით, ჰაერის ტემპერატურა თითქმის 20 С-ით გავზარდეთ და  40 С-ის ნიშნულისკენ ამაყად მივემართებით, ჩვენივე მეცნიერების გაფრთიხელებათა მიუხედავად (გლობალური დათბობის თეორიის ალტერნატივა ;დასასრულის დასაწყისი ან რატომ არ იქნება სამყაროს დასასრული?).

 Homo-ს მოდგმა  შედარებით დაცულ სუბტროპიკულ რიფტულ ველებზე (აფრიკა) დაიწყო. ცეცხლმა მას პლანეტის ზედაპირის დიდი სივრცეების შეცვლისა და ყველგან დასახლების საშაულება მისცა. ამით ადამიანმა დედამიწის ატმოსფეროზე ზეგავლენა მოახდინა და სახეობათა რიგით მეექვსე მასიური გადაშენება გამოიწვია.

 ბუნებაში ბევრი სახეობა არსებობს, რომელთაც გარემოს განადგურება შეუძლიათ: ვირუსები, მეთანისა და გოგირდწყალბადის გამომყოფი ბაქტერიები, ცეცხლოვანი ჭიანჭველები, კალია, ბოცვერი… გარდა ამისა, არიან მასპინძლის ორგანიზმის დამშლელი არსებებიც: ზოგიერთი სოკო, ჭიაყელა, ფეხსახსრიანები და ხერხემლიანებიც კი (კამეჩის შოშიები, ღამურები). ცეცხლის მოპოვებამ ამ სიაში Homo-ს მოდგმაც შეიყვანა. XX საუკუნის შუა წლებში, ატომის გახლეჩამ ადამიანებს ჯაჭვური რეაქციის გამოწვევის საშუალება მისცა, რომელსაც ბიოსფეროს დიდი ნაწილის განადგურება შეუძლია.

 საწარმოო რევოლუციის დაწყებიდან, რომელიც ოთხმოციან წლებში გაძლიერდა, ადამიანის საქმიანობით ატმოსფეროში 560 მლრდ. ტონაზე მეტი ნახშირბადი მოხვდა (წარმოება, რელიეფის ცვლა), რამაც კლიმატის უპრეცედენტო ცვლილება გამოიწვია, გეოლოგიური ისტორიის ვერცერთი ბუნებრივი დათბობა ვერ შეედრება მას.

 ხშირად, ანალოგია გვიანპალეოცენურ თერმულ მაქსიმუმთან მოჰყავთ, რომელიც დაახლოებით 55 მლნ. წლის წინათ მოხდა, თანამედროვე დათბობის მასშტაბებსა და ტემპებს სუპერვულკანების ამოფრქვევასა და მეტეორიტების ცველას თუ შევადარებთ, თვლის გლიქსონი. თანამედროვე მდგომარეობის ცვლის არაწრფივ ბუნებას, მრავალჯერად უკუკავშირებსა და მათ ერთობლივ მოქმედებას უცნობი საფრთხისკენ მივყავართ (აისბერგი მოდის; არქტიკული ყინულები დედამიწას ათბობენ ;გრენლანდია დნება; მეცნიერებმა დედამიწის „დაკარგული ენერგია“ აღმოაჩინეს; გამყინვარების პერიოდი იგვიანებს…).

 სახეობამ, რომელსაც ბუნებაში ენტროპიის რამდენიმე რიგით გაძლიერება შეუძლია, ცეცხლის დამორჩილება და ატომის გახლეჩა, განსაკუთრებული სიბრძნე უნდა გამოიჩინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი გამოგონებები კონტროლს აღარ დაექვემდებარება… (სიცოცხლე, დედამიწაზე ადრე გაჩნდა; ანთროპული პრინციპითავის ქალა დმანისიდან Homo-ს სახეობების არსებობას ეჭვქვეშ აყენებს).

3 comments

  1. გამოდის რო ჩვენ თავს ჩვენთვითონვე ვუთხრით ძირს.თუ დათბება პოლსებზე ყინულიც გადნება და ოკეანის თბილი დინებები დაიკარგება.წყლის დონეც მოიმატებს და გამყინვარებასთან მივალთ.ასეა ტუ ვბოდიალობ? 😀

  2. აღსანიშნავია, რომ გლობალური დათბობის ზუსტი მიზეზი ცნობილი არაა, ზოგი მეცნიერი პირიქით, გამყინვარების პერიოდს ელოდება…

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.