აისბერგი მოდის

 ანტარქტიდას ყინულის გიგანტური მასივი ჩამოტყდა(theverge.com), უზარმაზარი აისბერგი მალე სამხრეთ ოკეანეში დაიწყებს მოძრაობას. ყინულის კვლევის ამერიკულმა ცენტრმა ასიბერგს B-31 აღნიშვნა მიანიჭა. ყინულის მთა ზომებით 34/19 კილომეტრზე ამჟამად ფიჭვების კუნძულთან, ყურეში აგრძელებს დრეიფს, სამხრეთ-დასავლეთით ჩილეს ყველაზე უფრო კიდურა წერტილიდან და ალბათ, იქ დარჩება, სანამ ყურე ყინულისგან არ გაიწმინდება. აისბერგის ღია ოკეანეში გამოსვლას წლები დასჭირდება, რასაც პრობლემები მოჰყვება თან, უკვე აწყობილი საზღვაო მოძრაობა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.

 გარდა ამისა, თუ B-31 ჩრდილოეთისკენ წავა, დნობას დაიწყებს, დაგროვებული მტკნარი წყალი დინებებზე მოახდენს ზეგავლენას. არსებობს ჰოპოთეზა, რომ ამ რეგიონში თბილ დინებებს მყინვარები ასუსტებენ, ამიტომ ყინულების მოძრაობა შეიძლება გაძლიერდეს, რაც წყლის დონის აწევასა და ზოგიერთი სანაპირო რაიონების დატბორვას გამოიწვევს.

 ინფრაწითლმა სკანირებამ და რადარებმა ნაპრალი ჯერ კიდევ ივლისში აღმოაჩინეს, თუმცა B-31 ანტარქტიდისგან სრული გამოყოფა მხოლოდ ახლა მოხდა. ამჟამად აისბერგის გადაადგილებას თანამგზავრებით უთვალთვალებენ, მისი სიჩქარე 4 კილომეტრია წალიწადში(მილანკოვიჩის ციკლებიარქტიკული ყინულები დედამიწას ათბობენმუდმივი მყინვარი – გაზები ჩრდილოეთიდანგრენლანდია დნებამეცნიერებმა დედამიწის „დაკარგული ენერგია“ აღმოაჩინესს.კ.ს-მდე უფრო ადვილად მიაღწევ, ვიდრე კონკორდიამდე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.