შორეული შავი ხვრელის ბრუნვა გრავიტაციული ლინზის საშუალებით გაზომეს

 მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტის(ა.შ.შ.) ასტრონომებმა რუბენს რეისის ხელმძღვანელობით(Ars Technica), თასის თანავარსკვლავედში მდებარე კვაზარის RXJ1131-1231 ბრუნვის სიჩქარე გაზომეს. კვაზარამდე მანძილი 6,1 მლრდ. სინ. წელია. ამის გაკეთება, კვაზარიდან წამოსული ნათების შემადგენელი რენტგენის გამოსხივების ანალიზით მოხერხდა, ნათება, დედამიწამდე მოღწევამდე, გრავიტაციულმა ლინზებმა გააძლიერეს.

 ასეთი შორეული ობიექტის ბრუნვის სიჩქარის დადგენას რამდენიმე გრავიტაციულ ლინზას უნდა ვუმადლოდეთ. ეს ხვრელი ყველაზე შორეულია მათ შორის, რომელთათვისაც ამ პარამეტრის დადგენა მოხერხდა.

xvrelis brunva linzit

ოთხივე მეწამული წერტილი ერთი და იგივე კვაზარია, უბრალოდ მისი გამოსახულება რგავიტაციულმა ლინზამ ოთხ ერთნაირ გამოსახულებებად დაყო, როგორც ე.წ. „ცრუ მზე“.

 რენტგენის სხივები აკრეციული დისკოდან(ად), ხვრელის იმ რეგიონიდან ამოდიან, რომელიც მისი მოვლენათა ჰორიზონტის(სამყაროს ჰორიზონტი) რადიუსს მხოლოდ სამჯერ აჭარბებს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ად იქ ძალიან პატარაა, რაც მხოლოდ თვით ხვრელის ძალიან მაღალი ბრუნვის სიჩქარით შეიძლება აიხსნას.

 რამდენად მაღალი? ად-ს ბრუნვის სიჩქარის გაზომვით, მხოლოდ იმის დადგენა მოხერხდა, რომ ობიექტის გარე რეგიონები სინათლის სიჩქარის 2/3-ზე ნაკლები სიჩარით უნდა ბრუნავდნენ, შეიძლება, 200 00 კმ/წმ-ზე მეტი სიჩქარითაც. დისკოსათვის, ობიექტის გარშემო, რომლის მასა 80-დან 200-მდე მილიონი მზის მასის ტოლია, ეს მაჩვენებელი ძალიან დიდი და უჩვეულოა.

xvreli varsk akrec disko საქმე იმაშია, რომ შავი ხვრელი ბზრიალას მსგავსად ბრუნავს, რადგან მას გარე ფაქტორები აჩქარებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მასზე ვარდნილი ობიექტები ხვრელს თავისი კინეტიკური ენერგიის ნაწილს გადასცემენ და ბრუნვას აძლიერებენ, თუ მათი მოძრაობის მიმართულება ხვრელის საწყის ბრუნვას ემთხვევა და ასუსტებენ, თუ არ ემთხვევა.

 ალბათობა იმისა, რომ მცირე შეჯახებები შავი ხვრელის ბრუნვას გააძლიერებენ, მცირეა. იდეაში, სხვადასხვა შეჯახებებმა ერთმანეთის კომპენსირება უნდა მოახდინონ, მსგავსად იმისა, ბზრიალას, ბრუნვისას ხან ერთი და ხენ მეორე მიმართულებით რომ ვუბიძგოთ. RXJ1131-1231-ის წარმოუდგენელი ბრუნვის სიჩქარე, მცირე შეჯახებებით ვერ იქნება გამოწვეული. როგროც ჩანს, ბრუნთა რიცხვი სხვა ზემასიური ხვრელების მიერთებით გაიზარდა, ძალიან იშვიათების, თუმცა ძალიან მასიურების(კიდევ ზემასიურების შესახებ).

 ყველაფერი ეს იმაზე მეტყველებს, რომ სამყაროს სხვა ზემასიური შავი ხვრელებიც ამგვარად ფორმირდებოდნენ. ანუ ასეთი ტიპის ზემასიურ ობიექტთა ძირიათადი ნაწილი კოლოსალური სიჩქარეებით უნდა ბრუნავდნენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.