შეშინებული ბაყაყი

რაკეტა ”მინოტავრ V”-ის, მთვარის საკვლევი ზონდით LADEE ბორტზე, გაშვების ერთ-ერთ ფოტოზე ბაყაყია აღბეჭდილი(Universe Today). 2013 წლის 7 სექტემბერს დისტანციური დაკვირვების კამერით გადაღებული ფოტოს ნამდვილობა ნასამ დაადასტურა. სურათი კოსმოსური აპარატების მოყვარულებმა აღმოაჩინეს, უამრავ სურათებს შორის, რომელსაც ნასა იღებს. მოგვიანებით ის, სააგენტოს ოფიციალუირ საიტზეც განათავსეს. რაკეტის სტარტი შუაატლანტიკური კოსმოსდრომიდან განხორციელდა.

ფოტოზე პატარა ბაყაყი ჩანს, რომელიც ”მინოტავრ V”-თან ერთად აიჭრა ცაში. რა დაემართა ამფიბიას, უცნობია.

gamura shatlze 1 შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კოსმოსური აპარატების სტარტის დროს კადრში ცოცხალი არსებები ყვებიან. ახლახანს, მრავალჯერადი გამოყენების რაკეტის SpaceX Grasshopper-ის გაშვებისას კამერამ შეშინებული ძროხების ნახირი დააფიქსირა. სხვა შემთხვევაში კამერამ რაკეტისა და ფრინველების შეჯახება დააფიქსირა. კიდევ ერთი ცნობილი ფოტო 2009 წელს არის გადაღებული. მასზე ღამურაა აღბეჭდილი, რომელიც Discovery-ს დიდ გარე საწვავის ავზზეა მიკრული.

(კოსმოსური ბორანი ლოსანჯელესის თავზე; “ინდევორის” ბოლო ფრენა; უკანასკნელი შეხვედრა ატლანტისთან; შატლის უკანასკნელი გაფრენა; შატლების ბოლო გაფრენა; შატლი ადამიანებით).

One comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.