შატლის უკანასკნელი გაფრენა

8 ივლისს თავისი ბოლო მისიით კოსმოსში გაფრინდა შატლი ატლანტისი, ოთხი ასტრონავტით ბორტზე: კრის ფერგიუსონი, დუგლას ჰერლი, სანდრა მაგნუსი და რექს უოლჰაიმი.

ფინალურმა მისიამ STS-135 19სთ. 29წთ-ზე აიღო სტარტი კენედის სახელობის კოსმოდრომიდან(ფლორიდა).

გაშვებიდან რამდენიმე წამის მერე, შატლამა დედამიწა 24 000 კმ/სთ. სიჩქარით დატოვა და საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ გაემართა. შეპირაპირება კვირისთვისაა დაგეგმილი.

ასტრონავტებთან ერთად ორბიტაზე 30 თაგვიც გაიყვანეს. მათი საშუალებით მეცნიერები შეისწავლიან ფენომენს, რომელიც უწონადობის მდგომარეობაში ყოფნის დროს იწვევს ძვლოვანი მასის შემცირებას.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.