მიწის თხილი გალაქტიკის ცენტრში

ასტრონომებმა ზუსტი რუქა შეადგინეს ირმის ნახტომის ცენტრალური ნაწილისა, რომელიც ფორმით მიწის თხილს ჰგავს(ESO).

  სპირალური გაალქტიკების ძირითადი და ყველაზე უფრო მასიური კომპონენტი ბალჯია – უზარმაზარი ღრუბელი, შეიცავს მილირდობით ვარსკვლავს და ათასობით სინათლის წლის მანძილზე ვრცელდება. ბევრი საკითხი ბალჯის სტრუქტურისა და წარმომავლობის შესახებ ჯერ კიდევ უპასუხოდ რჩება.

 სამწუხაროდ, ირმის ნახტომის ბალჯის დიდი ნაწილი ჩვენი თვალთახედვიდან ვარსკვლავური მტვრისა და გაზის ღრუბლებით არის დამალული. მასზე დაკვირვებებს ინფრაწითელ დიაპაზონში ახდენენ, რადგან ინფრაწითელ სხივებს ასეთ ”ფარდაში” გაღწევა შეუძლიათ. გაირკვა, რომ ირმის ნახტომის ბალჯი ცენტრთან ვიწროვდება და ფორმით გაურჩეველ მიწის თხილს ჰგავს. ევროპის სახმრეთული ობსერვატორიის ტელესკოპების გამოყენებით(დიდი ტელესკოპების ერა), ასტრონომთა ორმა ჯგუფმა, ამ ”თხილის” კიდევ უფრო ზუსტი სურათი წარმოადგინა.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=v92KL4X9tyg

 მკვლევარებმა 22 მილიონ ვარსკვლავზე მეტის კატალოგიზირება მოახდინეს, რომლებიც წითლი გიგანტების კლასს ეკუთვნიან და რომელთა პარამეტრები ამ ობიექტებამდე მანძილის დადგენის სშუალებას იძლევა. წითელი გიგანტის სტადიაზე მყოფ ვარსკვლავთა ნათობა, ასაკსა და ქიმიურ შემადგენლობაზე თითქმის არ არის დამოკიდებული, ამიტომ არის შესაძლებელი მათი სტანდარტულ სანთლებად გამოყენება. დამზერადი ელვარების მიხედვით ამ ობიექტების გადაადგილებების მახასიათებლების დადგენა არის შესაძლებელი, ასევე დამკვირვებელსა და მათ შორის არსებულ ქიმიურ ელემენტებზე წარმოდგენის შექმნა(დამოკიდებულება პერიოდი-ნათობა; ჰერცშპრუნგ-რესელის ვარსკვლავური დიაგრამა).varskvlavebi baljshi

 გალაქტიკის ცენტრალური ნაწილის 11 წლიანი ინტერვალით გადღბული სურათების შედარებით, ასტრონომებმა მინიმალური ცვლილებები დააფიქსირეს, დაკავშირებული ვარსკვლავების გადაადგილებებთან და 400-ზე მეტ მათგანთა სივრცეში გადაადგილების სამგანზომილებიანი მოდელი შექმნეს. იქმნბა შთაბეჭდილება, რომ ვარსკვლავები X-ის მაგვარი ფიგურის გასწვრივ ”მიცურავენ”. ასეთი ორბიტები არსებულ თეორიულ მოდელებს კარგად ეთანხმება(კარგად იცნობთ ჩვენს გალაქტიკას?; გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=1Y0ncCQF1qo

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.