გრავიტაციული მუდმივას ახალმა გაზომვებმა სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა

 გრავიტაციული მუდმივას(G) გაზომვები, რომლებიც უკანასკნელ წლებში სხვადასხვა ჯგუფებმა ჩაატარეს, ერთმანეთთან შეუსაბამებლობის დემონსტრაციას ახდენენ. ახლახანს გამოქვეყნებული ახალი გაზომვები, რომელიც განზომილებათა საერთაშორისო ბიურომ გამოაქვეყნა, ყველა დანარჩენისაგან განსხვავდება და პრობლემას კიდევ უფრო ართულებს. გრავიტაციული მუდმივა ზუსტად გაზომვის მიმართ უჩვეულოდ დაუმორჩილებელ სიდიდედ რჩება.

grav mudmiva kavendishis mixedvit საქმე იმაშია, რომ ზუსტი მონაცემის მიღება მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში არის შესაძლებელი, ცნობილი მასის მქონე ორ ობიექტს შორის მიზიდულობის ძალის გაზომვით. მაგალითად, ჰენრი კავენდიშის კლასიკურ ცდაში წვრილ ძაფზე დაკიდებული ჰანტელია გამოყენებული, მასიური სფეროებით ბოლოებზე. სფეროებთან სხვა მასიური სხეულის მიტანისას მიზიდულობის ძალა ამ ჰანტელის გარკვეული კუთხით მობრუნებას ახდენს, სანამ ოდნავ დახვეული ძაფის წინაღმდეგობის ძალა გრავიტაციის კომპენსირებას მოახდენს. ჰანტელის მობრუნების კუთხისა და ძაფის დრეკადობის ცოდნით, გრავიტაციის ძალასაც გამოითვლი, შესაბამისად, გრავიტაციულ მუდმივასაც.

 ორას წელზე მეტი ისტორიის მიუხედავად, გაზომვებს ისევ მოკრძალებული სიზუსტე აქვთ. ახლანდელი ”ოფიციალური” მნიშვნელობა, სტანდარტიზაციის, ამერიკის ნაციონალური ინსტიტუტის(NIST) მიხედვით 6,67384 ± 0,00080 მ3·კგ–1·с–2 შეადგენს. აქ ფარდობითი ცდომილება 0,012%, ან 1,2·10–4, ან ფიზიკოსთათვის უფრო ჩვეულ აღნიშვნას 120 ppm(მემილიონედი) შეადგენს და ეს რამდენიმე რიგით დაბალი სიზუსტეა, ვიდრე სხვა, ასეთივე დიდი მნიშვნელობის სიდიდეთა გაზომვებისას. უფრო მეტიც, უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც გრავიტაციული მუდმივა ფიზიკოს-ექსპერიმენტატორთა თავის ტკივილის წყაროდაა ქცეული. ათეულობით ექსპრიმენტის ჩატარებისა და საზომი მოწყობილობის დახვეწის მიუხედავად, გაზომვის სიზუსტე ისევ ისე დაბალი რჩება. ფარდობითი ცდომილება 10–4-ის დონეზე ჯერ კიდევ 30 წლის წინათ იქნა მიღწეული, მას შემდეგ არანაირი გაუმჯობესება არ მომხდარა.

grav gazomvebi sxvadasxva

 რაც შეეხება ახალ ექსპერიმენტს, აქ ერთი რამ არის აღსანიშნავი. მკვლევართა ამ ჯგუფმა ანალოგიური ექსპერიმენტი 2001 წელსაც ჩაატარა. მაშინ მათ მიიღეს მნიშვნელობა, რომელიც ახლანდელთან ახლოს დგას, ოღონდ ოდნავ ნაკლები სიზუსტით. ისინი შეიძლებოდა იგივეს უბრალო გამეორებაში დაგვედანაშაულებინა, რომ არა მოწყობილობაში შეტანილი ცვლილება. ძველი მოწყობილობიდან მხოლოდ 11 კილოგრამიანი გარე ცილინდრები იქნა აღებული, ხოლო ხელსაწყოს ცენტრალური ნაწილი ხელახლა იქნა გაკეთებული. რაიმე გაუთვალისწინებელი ეფექტი რომ გამორჩენოდათ, დაკავშირებული გამოყენებულ მასალასთან და თვითონ აპარატთან, მონაცემი შეიცვლებოდა და ახალ შედეგს თავისკენ გადახრიდა. თუმცა, შედეგი თითქმის ისეთივე დარჩა, როგორც 2001 წელს. კვლევის ავტორები, ამაში ჩატარებული გაზომვების სისუფთავესა და საიმედოობის კიდევ ერთ მტკიცებულებას ხედავენ.როგორც არ უნდა იყოს, გრავიტაციული მუდმივა გაზომვითი ფიზიკის თავსატეხად რჩება. რამდენი წლის(თუ ათწლეულის) მერე შეიძლება გამოსწორდეს სიტუაცია, გამოცნობა საკმაოდ ძნელია(ელექტრომაგნიტური მუდმივას მუდმივობის მტკიცებულება; ჰაბლის კანონი; პლანკის მუდმივა; გრავიტაცია; მსოფლიო მიზიდულობის ძალა; სინათლის სიჩქარე; ნიუტონის კანონები; მოკლედ ფუნდამენტური ურთიერთქმედებების შესახებ).

One comment

  1. http://www.youtube.com/watch?v=17jymDn0W6U ეს ვიდეო ნახეთ ,3:11 ზე , ცარიელი შავი არეები რომ არის და წერია მაგათი რუკა ჯერ არ გვაქვსო, ტელესკოპები რა სამყაროული სფეროს ყველა წერტილისაკენ ხო იმართებიან და რატო არ გვაქვს მაგათი რუკა ?

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.