ღამის ცის ანარეკლი მსოფლიოს უდიდესი სარკიდან

 რა გამოისახა მსოფლიოში ყველაზე დიდ სარკეში? ვარსკვლავები, გალაქტიკები და პლანეტა. ვარსკვლავები შემოფარგლულია გრანდიოზული ნათელი თაღით, რომელიც ჩვენი გალაქტიკის – ირმის ნახტომი, ცენტრალურ სიბრტყეს წარმოადგენს (ირმის ნახტომის მთლიანი სიბრტყე). თაღის შიგნით კიდევ ერთი გალაქტიკაა – მეზობელი მაგელანის დიდი ღრუბელი. ინდივიდუალურად შესამჩნევი ვარსკვლავები მოიცავს ანტარესს მარცხენა კიდესთან და სირიუსს – მარჯვენა კიდესთან. პლანეტა იუპიტერი კი ანტერესის ქვემოთ კაშკაშებს. წარმოდგენილი სურათი 15 ვერტიკალური კადრისგან შედგება, რომლებიც 10 წუთიანი დაყოვნებით არის გადაღებული, ბოლივიაში, სადაც მსფოლიოს ყველაზე დიდი მარილიანი ვაკე მდებარეობს, თან იმდენად ბრტყელი, რომ წვიმის შემდეგ, იგი მსოფლიოს უდიდეს სარკედ გადაიქცევა ხოლმე – 130 კილომეტრი (როგორ გადავიღოთ ირმის ნახტომი (სმარტფონითაც)).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.