მზის სისტემის კიდევ ერთი ჯუჯა პლანეტა

 მთავარ ასტეროიდულ სარტყელში მდებარე ობიექტს – ჰიგეა, ჯუჯა პლანეტობისთვის საჭირო ყველა პარამეტრი აღმოაჩნდა (Nature Astronomy).

 ჰიგეას ახალი ფოტოები, ინსტრუმენტ SPHERE (VLT – ყველაზე დიდი ტელესკოპი/ჩილე)-ს საშუალებით იქნა მიღებული (ორმაგი ვარსკვლავი, მისი დისკო და ეგზოპლანეტა). დადგინდა, რომ ჰიგეა ოთხ ძირითად მოთხოვნას აკმაყოფილებს: მზის გარშემო ბრუნავს, არ არის თანამგზავრი, ვერ წმენდს თავის ორბიტას (პლანეტებისგან განსხვავებით) და აქვს საკმარისი მასა იმისათის, რომ თავისივე გრავიტაციამ სფეროს ფორმა მისცეს მას. მხოლოდ ეს უკანასკნელი არ იყო აქამდე დაზუსტებული.

 ახალი დაკვირვებებით, 430 კილომეტრი დიამეტრის მქონე ჰიგეა, მზის სისტემის მეექვსე და ყველაზე პატარა ჯუჯა პლანეტა გახდა. აქამდე კი ეს სტატუსი ცერესს ეკუთვნოდა (ცერერა) – 950 კმ.

 დღეისათვის, მზის სისტემაში ოფიციალურად აღიარებული 5 ჯუჯა პლანეტა იყო: ერისი, მაკემაკე, ჰაუმეა, ცერესი და პლუტონი. ასტეროიდულ სარტყელში ჰიგეა ზომით მეოთხეა (ცერესის, ვესტასა და პალადას მერე) და 1849 წელს, იტალიელმა ასტრონომმა, ანიბალე დე გასპარისმა, კაპოდიმონტეს ობსერვატორიიდან აღმოაჩინა (ჯუჯა პლანეტები; მზის სისტემის ყველაზე დიდი ჯუჯა პლანეტა ისევ პლუტონია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.