ირმის ნახტომის მთლიანი სიბრტყე

 შესაძლებელია თუ არა ერთ ფოტოში ირმის ნახტომის მთლიანი სიბრტყის აღბეჭდვა? კი, ოღონდ რამდენიმე ექსპოციზია იქნება საჭირო, ხოლო თუ კარგად დაგეგმავ გადაღებას – ორიც საკმარისი იქნება. ამ სურათის ზედა ნაწილი – ეკვატორიდან ჩრდილოეთით, არის ლიბანის ღამის ცა, გადაღებული 2017 წლის ივნისში. ამ დროს ირმის ნახტომის ცენტრალური ზოლი ზუსტად თავს ზემოთ იყო. ქვედა ნაწილის გადაღებაც იგივენაირად მოხდა, ექვსი თვის მერე, ჩილეში, ეკვატორიდან სამხრეთით. ამ ორ ადგილს ერთნაირი კოორდინატები აქვს, ოღონდ საპირისპირო მიმართულებებით ეკვატორის მიმართ. ღამის ცა ორივე ფოტოზე ზუსტად საპირისპირო მიმართულებებით არის გადაღებული და ორივეზე გალაქტიკის სიბრტყის ნახევარი ჩანს. სამხრეთ ნახევარი გადაბრუნებულია და ზედა ნაწილთანაა მიერთებული. მიღებულ გამოსახულებაზე ირმის ნახტომი წრის სახით წარმოგვიდგება. სურათზე ასევე უამრავი ვარსკვლავი და ნისლეული შეიძლება მოიძებნოს, განსაკუთრებით კარგად ჩანს მაგელანის დიდი ნისლეული, გალაქტიკის წრის ქვედა ნაწილში.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.