სულ პირდაპირ თუ ვიფრენთ…

  იმ დროს, როცა დედამიწა ბრტყელი ეგონათ, ერესად ჩაითვლებოდა ვარაუდი იმისა, რომ სწორ ხაზზე ხანგრძლივი მოგზაურობა ისევ საწყის წერტილში დაგვაბრუნებდა. გაიარეთ, იფრინეთ, გაცურეთ 40 ათასი კილომეტრი ერთი მიმართულებით და ისევ საწყის წერტილს დაუბრუნდებით. საინტერესოა, კოსმოსში მოგზაურობაც იგივენაირად დასრულდება?

 უკვდავი რომ ყოფილიყავით, საკუთარი თავის უკანა ნაწილის დანახვას შეძლებდით, რადგან თქვენი თვალები დაინახავდა სინათლეს, რომელიც თქვენი კისრიდან აირეკლა და დიდი ხნის მოგზაურობის შემდეგ ისევ თქვენთან დაბრუნდა. როგორ გავიგოთ, მართლაც ასეთია თუ არა სამყარო?

 ამისათვის საჭიროა, სამყაროს მსხვილმასშტაბიანი ნაწილი შევისწავლოთ, რომელშიც მას, ყველა მიმართულებით, ერთნაირი თვისებები გააჩნია. სასრული და ჩახვეული სამყაროს შემთხვევაში, სულ ერთი და იგივე ობიექტები წარმოგვიდგებოდა. თუმცა, სამყაროს მეტი ნაწილისთვის ვერ დავადგენდით, არის თუ არა ის ჩახვეული, რადგან სინათლის სიჩქარის ზღვრულობა ნიშნავს, რომ ევოლუციის სხვადასხვა ეტაპზე მყოფ ერთი და იგივე ობიექტებს დავინახავთ. ყოველთვის მოიძებნება ევოლუციის ერთ ეტაპზე და სხვადასხვა ადგილზე მდებარე ობიექტები. სამყაროს მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურა ასეთი თვისებების დემონსტრირებას არ ახდენს, თუმცა დაკვირვების უკეთესი ობიქტიც გვაქვს: კოსმოსის მიკროტალღური ფონი(მოკლედ დიდი აფეთქების შესახებ).

plank_2015
“პლანკი”(ESA) და მის მიერ დანახული რელიქტური გამოსხივება.

 დიდი აფეთქებისგან დარჩენილი ნათების(კოსმოსის მიკროტალღური ფონი) ფლუქტუაციებს საკმაოდ სპეციფიური განმეორებადი სახე აქვს, თუმცა, შემთხვევითი განაწილებით. ცის სხვადასხვა უბანზე, ფლუქტუაციათა კორელაციაში განმეორებადი არაშემთხვევითი სიგნალების აღმოსაჩენად, უამრავი ალგორითმი იქნა შემუშავებული. სამყარო რომ სასრული და ჩახვეული ყოს, ან მისი ნაწილები სხვა ადგილებზეც რომ მეორდებოდეს, ეს, კოსმოსის მიკროტალღურ გამოსხივებაზე აისახებოდა.

bneli mate filamet galaqtik
მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურა. ბნელი მატერიის ”ძაფები”(ფილამენტები), გალაქტიკური გროვებით მასში და ცარიელი ადგილები – ე.წ. ვოიდები.

 განმეორებადი სტრუქტურების ვერ აღმოჩენა იმას არ ნიშნავს, რომ სამყაროს ასეთი ტიპის ტოპოლოგია არ გააჩნია. თუ სამყაროს განმეორებადი სახე აქვს და ჩაკეტილ ჰიპერზედაპირს წარმოადგენს, თეორიულად, სულ პირდაპირი მოძრაობის მერე იგივე წერტილს დავუბრუნდებით, თუმცა ეს შესამჩნევი იქნება მასშტაბებზე, რომელიც ჩვენთვის დამზერად ნაწილზე დიდია. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მანძილით ვართ შეზღუდული, რომელიც სინათლემ 13,8 მილიარდი წლის განმავლობაში გაიარა, ასეთი სცენარი სრულიად შესაძლებელია.

 მაგრამ…

 მიუხედავად იმისა, მომავალში რამდენად განვვითარდებით ტექნიკურად, სანამ სინათლის სიჩქარით ვართ შეზღუდულნი, ვერასოდეს გავიგებთ, მართლაც ასეთია თუ არა სამყარო. სამყაროს აჩქარებით გამაფართოებელი ბნელი ენერგიის გამო, ფიზიკურად შეუძლებელია ახლანდელ დამზერად სამყაროს კიდემდე მიღწევა. მაქსიმუმ, ამ გზის მესამედი გავიაროთ. თუ სამყარო არ მეორდება მასშტაბებში, რომელიც თანამედროვე დიამეტრზე 15 მილიარდი სინათლის წლის ზომაზე მცირეა, მაშინ ვერასოდეს დავბრუნდებით წერტილში, საიდანაც პირდაპირ ხაზზე დავიწყეთ მოგზაურობა.

gama galaqtik shavi xvrelit shors

 მაინც ვერ ვიტყვით, რომ სამყარო არ შეიძლება იყოს ჩაკეტეილი, სასრული და ჰიპერსფეროში ჩახვეული. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ სამყაროს გაფართოება, აჩქარებული გაფართოება – სამყაროს გარშემო მოგზაურობას გვიკრძალავს, შემდეგი ფაქტების კომბინაციის გამო:

 ალბათ, ვერასოდეს გავიგებთ, უსასრულოა თუ არა ჩვენი სამყარო, როგორია მისი რეალური ტოპოლოგია. ის, რისი დანახვაც შეგვიძლია, ჩვენთვის დამზერადი ნაწილია, რომლის მიხედვითაც სამყაროს ტოპოლოგიაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ბრტყელია, განმეორებადია, ოღონდ არა აუცილებლად უსასრულო. დროთა განმავლობაში, რაც უფრო მეტს გავიგებთ, სამყაროს სიმრუდის ჩვენეული გაზომვები მით უფრო ზუსტი გახდება და სხვანაირ რეალობას დავინახავთ. ჩვენი შეზღუდოლობის მიუხედავად, კოსმოსურ ჰორიზონტს მიღმა ახალი, ჩვენთვის უცნობი შესაძლებლობები შეიძლება არსებობდეს(სამყაროს ზომა; ხილული სამყაროს ჰორიზონტი; ყველაფერს ვერ გავიგებთ…).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.