მზის დაბნელების თანმხლები ”შემზარავი ქარის” საიდუმლო

 ედმუნდ ჰალემ (კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი), 1715 წელს მომხდარი მზის დაბნელება ასე აღწერა – ”ცივი და ნესტიანი სიბნელე”, რომელმაც თვითმხილველები ”შეაშინა” (Philosophical Transactions of the Royal Society A).

 ”დაბნელების ქარები” ჰაერის მასათა მოძრაობის მიმართულების ცვლილებით ჩნდება, რაც მთვარის მიერ მზის სინათლის ნაწილობრივი ბლოკირებით არის გამოწვეული, თუმცა ამის გამომწვევი მიზეზი დღევანელ დღემდე გაურკვეველი რჩებოდა.

 რიდინგის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მეტეოროლოგებმა, 4500 ასტრომოყვარულის დახმარებით, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ექსპერიმენტში – National Eclipse Weather Experiment (დაბნელების ამინდის კვლევის ნაციონალური ექსპერიმენტი), ამ შეკითხვაზე პასუხის მიღება 2015 წლის 20 მარტს მომხდარი მზის დაბნელების დროს შეძლეს.

 ქარების მოძრაობის მიმართულებათა ცვლის მიზეზის დასადგენად, რომელიც მზის დაბნელების თანმხლები პროცესია, ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პროფესორმა სუზან გრეიმ, მონაცემები გააანალიზა, რომელიც ბრიტანეთის მეტეობიუროებიდან და ექსპერიმენტში მონაწილე მოხალისეთა მცირე მეტეოსადგურებიდან მიიღო. დადგინდა, რომ ქარების მიმართულების ცვლილების ძირითადი მიზეზი ”მოსაზღვრე ფენის” ცვლილებაა, რომელიც მაღალ სიმაღლესა და ზედაპირთან ახლოს მქროლ ქარებს ჰყოფს. დაბნელების დროს, ჩრდილში მოხვედრილი დედამიწის ზედაპირი ცივდება და ატმოსფეროში მის მიერ გამთბარი ჰაერის ცირკულაციის სიჩქარე მცირდება (დაბნელება…).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.