სატურნის ყველაზე დიდი და ელვარე რგოლის მასა

 В-ს სახელით ცნობილი სატურნისეული რგოლის გამოსაკვლევად გამოყენებული იქნა მონაცემები, რომლებიც შეაგროვა კოსმოსურმა აპარატმა – ”კასინი”. ამ მონაცემთა კვლევით, ახალი ფაქტების გარკვეული რაოდენობაც დაგროვდა, რაც რგოლების ასაკსა და გიგანტური პლანეტების გარშემო მათი ფორმირების თავისებურებებს ეხება.

ტიტანი, დიონა, რგოლები.
titani-diona-satrgolebi В რგოლის მასა, კარტოგრაფიული სპექტრომეტრის – VIMS(ხილული და ინფრაწითლი დიაპაზონების კარტოგრაფიული სპექტრომეტრი), საშუალებით დადგინდა. ამ ინსტრუმენტის შესაძლებლობების გამოყენებით, მეცნიერებმა ამ რგოლის ისეთი დეტალების დათვალიერება შეძლეს, როგორიც არის სხვადასხვა სიმკვრივის(40-140 გრამი კუბურ სანტიმეტრზე) მატერიის სპირალური ტალღები, რომლებიც სატურნის თანამგზავრების გრავიტაციული ზეგავლენით ჩნდება. სიმკვრივი დადგენა კი შოერული ვარსკვლავების სინათლის გამოყენებით მოხერდა, ვარსკვლავებისა, რომლებიც რგოლებს აშუქებს.

 ”კასინის” სპექტრომეტრის საშუალებით, მეცნიერებმა ”გარე გამოვლინებათა მაცდური” ზეგავლენა დაძლიეს და В რგოლის მატერიის მასა გამოითვალეს – 7-12 .1018 კილოგრამი(მთვარის მასა – 7,35·1022 კგ. დედამიწის მასის 0,0123). ეს და ძველი მონაცემი შესაბამისობაში ვერ მოდის, ითვლებოდა, რომ რგოლის მასა გაცილებით მეტია. გარე სივრციდან მტვრის სახით მატერიის შედინების გათვალისწინებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს რგოლიც და რგოლების სისტემაც, მთლიანიობაში, გაცილებით ახალგაზრდაა – რამდენიმე ასეული მილიონი წელია და არა რამდენიმე მილიარდი წელი(სატურნის რგოლების ასაკი; უცნაური ობიექტები სატურნის რგოლთან ახლოს).

”კასინი”(NASA).
Cassini bolo

მიუხედავად იმისა რომ მისია ”კასინი” დასასრულს უახლოვდება, სატურნისა და მისი რგოლოების გამოცანები ამით არ ამოწურულა. ზოგიერთი მათგანი კი მისიის ყველაზე ბოლო მომენტში შეიძლება ამოიხსნას, როცა აპარატი სატურნსა და რგოლებს შორის გაიფრენს. სწორედ ამ მომენტში მოხდება მონაცემთა მიღება, რომლებითაც პლანეტის ზუსტი მასა დადგინდება მისი რგოლების მასის გამოკლებით. ეს კი, თავის მხრივ, სატურნის რგოლების მასათა ალტერნატიული დადგენის საშაულება იქნება, რომელიც ამ კვლევის შედეგების მართებულებას დაადასტურებს ან უარყოფს(სატურნის გიგანტური რგოლი; სატურნის ფერები; წვიმა რგოლებიდან: ზოლებიანი სატურნი; სატურნის 6 თანამგზავრი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.