უცნაური ობიექტები სატურნის რგოლთან ახლოს

 სატურნის რგოლებთან უცნაური მოვლენები „კასინიმ“ დააფიქსირა.

მეცნიერებმა, რომლებიც ამერიკული საპლანეტათშორისო ავტომატური სადგურის – „კასინი”, გადმოცემულ ფოტოებს სწავლობენ, საკმაოდ უცნაური მანათობელი ობიექტები აღმოაჩინეს. ამ ობიექტთა ზომები დაახლოებით 1 კილომეტრია. ისინი სატურნის F რგოლში მოძრაობენ და ტრაექტორიების მკაფიო კვლებს, ე.წ. მინი-ჭავლებს ტოვებენ(მინი-ჯეტი).

 „F რგოლი ყველაზე უფრო უცნაურია სატურნის რგოლებს შორის. ბოლო აღმოჩენა კი იმაზე მიუთითებს, რომ ის კიდევ უფრო დინამიურია, ვიდრე აქამდე ითვლებოდა“ – ამბობს კარლ მიურეი, დედოფალ მერის სახელობის უნივერსიტეტიდან(ლონდონი, დიდი ბრიტანეთი).

 მეცნიერები აქამდეც ვარაუდობდნენ, რომ სატურნის ორბიტაზე ბევრი უცნაური ობიექტი უნდა ყოფილიყო, ახლა კი კიდევ უფრო მეტი იციან მათ შესახებ. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანი ერთმანეთს ეჯახება და იშლება, ზოგი, შეჯახების გამო მოძრაობის ტრაექტორიას იცვლის და რგოლებში უცნაური ფორმების კვლებს ტოვებს.

 ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზების გამო, ყველა ასეთი ობიექტი რატომღაც სწორედ F რგოლთანაა თავმოყრილი.

თანამგზავრები პრომეთე და პანდორა(ე.წ. მწყემსები), F რგოლთან მოძრაობენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.