სატურნის გიგანტური რგოლი

2009 წელს კოსმოსურმა ობსერვატორიამ – „სპიცერი“, კარგად ცნობილი სატურნისეული რგოლების ფარგლებს გარედან მომავალი ინფრაწითელი გამოსხივება დააფიქსირა(Nature; Science News). მეცნიერბმა ივარაუდეს, რომ გამოსხივების წყარო, მზის მიერ გაცხელებული, პლანეტიდან ყველაზე უფრო შორს მდებარე მტვროვანი რგოლი შეიძლებოდა ყოფილიყო.

ახალი კვლევით, რომელიც ასევე კოსმოსური ტელესკოპის – WISE(ინფრაწითელი დიაპაზონის ფართოკუთხიანი მკვლევარი), საშუალებით ჩატარდა, მეცნიერებმა ამ რგოლის ზუსტი ზომების დადგენა შეძლეს – 100-დან 270-მდე სატურნის რადიუსი. ამ პლანეტის ეკვატორული რადიუსი 60 ათას კილომერს უტოლდება და ის რომ კალათბურთის ბურთის ზომისა ყოფილიყო, ახლად აღმოჩენილი რგოლის პერიმეტრი კალათბურთის მოედნის პერიმეტრის ტოლი იქნებოდა.

პლანეტოლოგები თვილდნენ, რომ სატურნის ყველაზე შორეული რგოლი, ამ პლანეტის 127-დან 207-მდე რადიუსის ტოლი მანძლით არის დაშორებული მისსავე ზედაპირიდან(დაახლოებით 8 – 12 მილიონი კილომეტრი).

 რგოლის ზომების მიუხედავად, მასში არსებული მტვრის ნაწილაკების ზომა 10 სანტიმეტრს არ აჭარბებს. მეცნიერთა თქმით, რგოლები, სატურნის თანამგზავრებსა(ძირითადად ფებე) და ამ პლანეტის გრავიტაციულ ველს შორის ურთიერთქმედებით ჩნდება.

მზიდან მეექვსე პლანეტა, დაახლოებით 10 ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული მნათობს. ეს გაზური გიგანტი 95-ჯერ მასიურია, ვიდრე დედამიწა. მზის გარშემო ერთ სრულ ბრუნს(სატურნისეული წელიწადი) 29,46 წელიწადს ანდომებს. აქვს ძალიან ძლიერი მაგნიტური ველი, რომელიც, როგროც ითვლება, მყარი ბირთვის(სილიციუმი, მეტალები და ყინული) გარშემო ე.წ. მეტალური წყალბადის ცირკულაციით წარმოიქმნება. პლნეტის ატმოსფეროს 96%-ს წყალბადი შეადგენს, არის ჰელიუმი და ნახშირწყლებიც. წყლის შემცველობა ძალიან დაბალია, ის ძირითადად ატმოსფეროს ქვედა ფენებშია კონცენტრირებული(უცნაური კრატერები ჰიპერიონზე; ელექტრული დენი სატურნსა და ენცელადს შორის; წვიმა რგოლებიდან: ზოლებიანი სატურნი; სატურნის თანამგზვრები).

ავტორი: თეო გრძელიშვილი(სხვა პოსტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.