სამყაროს დათბობის მეორე ეპოქა

 11,7 დან 11,3 მდე მილიარდი წლის წინათ პირველადმა ჰელიუმმა განიცადა ძლიერი გაცხელება, რამაც მას ელექტრონები დააკარგვინა. რეზულტატად გაძნელდა გალაქტიკათშორისი გაზის კოლაფსი(შეკუმშვა, ერთ ადგილზე თავმოყრა) და მილიარდი წელი შეფერხდა მცირე გალაქტიკების ფორმირება.

ამ სურათის აღდგენა შეძლეს მაიკლ შალმა და მისმა კოლეგებმა კოლორადოს უნივერსიტეტიდან(CU-Boulder), აგრეთვე კოსმოსურ ტელესკოპზე მომუშავე ასტრონომთა ჯგუფმა (STScI), გამოიყენეს რა სპექტროგრაფი Cosmic Origins Speqtrograph დაყენებული ორბიტალურ ტელესკოპ ჰაბლზე(HUBBLE,NASA).

13 მილიარდი წლის წინათ სამყარომ დათბობის პირველი ტალღა გაიარა. მაშინ, როცა ადრეული ვარსკვლავების გამოსხივება აიონიზირებდა ვარსკვლავთშორის ცივ წყალბადს(რეიონიზაციის ერა), დიდი აფეთქებიდან ძალიან მალე(სამყაროს ასაკი 13,7 მილიარდი წელია).

მაგრამ, როგორც ეს ახალი ნამუშევარი აჩვენებს, გავიდა კიდევ ორი მილიარდი წელი პირველადი ჰელიუმის ანალოგურ რეიონიზაციამდე(ელექტრონების ატომიდან ამოვარდნა…). ამისათვის საჭირო იყო ულტრაიისფერი გამოსხივების უფრო ძლიერი წყაროები. ასეთი წყაროები იყვნენ კვაზარები, ზემასიური შავი ხვრელები აქტიური გალაქტიკების ცენტრებში. იმ დროისათვის კვაზარები საკმაო რაოდენობით იყვნენ სამყაროში – გალაქტიკები ხშირად ეჯახებოდნენ ერთმანეთს, რითაც „საზრდოს“ აწვდიდნენ გაზების სახით თავიანთ ბირთვში არსებულ ზემასიურ შავ ხვრელებს. ზუსტად კვაზარებმა გააცხელეს ვარსკვლავთშორისი ჰელიუმი 10 დან 22 ათას გრადუსამდე ცელსიუსით.

სამყაროს ევოლუციის ახალი ისტორია მცირე შესწორებებით. (ილუსტრაცია NASA, ESA, A. Feild/STScI).

 ჰელიუმის რეიონიზაციის სახელით ცნობილ ამ ეპოქაში დამუხრუჭდა ახალი თაობის ვარსკვლავების ფორმირება. ზოგიერთ არც თუ ისე მასიურ გალაქტიკას უჭირდა შეენარჩუნებინა აქამდე დაგროვილი გაზი, რომელიც ისევ გალაქტიკათშორის სივრცეში გაიფანტა. მოგვიანებით ჰელიუმი გაცივდა, ამით პატარა გალაქტიკებმა შეძლეს დაბრუნებულიყვნენ გალაქტიკად ჩამოყალიბების ნორმალურ ეტაპზე. მაიკლ შალი გეგმავს შეამოწმოს სხვა კვაზარებიც ანოლოგიურ სპექტრზე, რათა შეაფასოს, რამდენად ერთგვაროვნად ან პირიქით, მიმდინარეობდა ეს პროცესი სამყაროს სხვა და სხვა ნაწილებში.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.