მშვილდოსანი B2 – გალაქტიკური მასშტაბის ლაბორატორია

 მოლეკულური გაზის ღრუბლის – Sagittarius B2(მშვილდოსანი B2), გემოს გასინჯვა რომ შეგვძლებოდა, მეორედ აღარასოდეს ვიზამდით ამას. 100 სინათლის წლის ზომისა და 3 მილიონი მზის მასის მქონე ღრუბელი, ძირითადად, წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება. გარდა ამისა, ღრუბლის შემადგელობაში შედის ეთილფორმიატი, რომელსაც ლიმონის გემო აქვს, ასევე ძმარმჟავა და ჭიანჭველმჟავა, დიდი რაოდენობით სპირტი. ეთანოლის მოლეკულები პირველად 1975 წელს იქნა აღმოჩენილი, სწორედ მშვილდოსანი B2-ს წიაღში.(კოსმოსის სუნი, ირმის ნახტომის გემო და სხვა საინტერესო ფაქტები). მოტკბო გემოს ამ ნაზავს, მხოლოდ ეთილენგლიკოლი სძენს, ხოლო აცეტონსა და გოგირდწყალბადს, როგორც ცნობილია, ლაყე კვერცხის სუნი აქვს(კომეტას ლაყე კვერცხისა და ცხენის შარდის სუნი აუვიდა).

 წყალბადთან შედარებით, ზემოთ ჩამოთვლილი ქიმიური ნივთიერებების რაოდენობა ამ ღრუბელში ძალიან მცირეა. მიუხედავად ამისა, სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ მათი სპექტრული ანაბეჭდები, ღრუბლის გამჭოლ, ახალგაზრდა ვარსკვლავების მიერ გამოსხივებულ სინათლეში დავინახოთ.

 40 წელიწადზე მაეტია, რაც მშვილდოსანი B2, ასტრონომთა ”მექად” არის ქცეული, რომლებიც კოსმოსურ ქიმიას შეისწავლიან და საინტერესო აღმოჩენებს აკეთებენ. ამ კოსმოსური ლაბორატორიის მუშაობა საკმაოდ მარტივ პრონციპებს ეფუძნება. ქიმიური პროცესების მამოძრავებელ ძალას აქ, თხელი ყინულოვანი ფენით დაფარული მტვრის უმცირესი ნაწილაკები და მაღალი ენერგიის მქონე კოსმოსური სხივები წარმოადგენს. ეს გამოსხივება, მტვრის ნაწილაკებში არსებულ მოლეკულებზე ზემოქმედებს, რაც თავისუფალი რადიკალების გაჩენას იწვევს, რომლებიც, თავის მხრივ, ქიმიურ რეაქციებს ასტიმულირებას, უფრო რთული და დიდი მოლეკულების ფორმირებით.

 2008 წელს, მაქს პლანკის სახელობის ინსტიტუტის მეცნიერებმა, მშვილდოსანი B2-ის შემადგენელში ამინოაცეტონიტრილი აღმოაჩინეს, გლიცინის ახლო ”ნათსავი”, რომელიც ყველაზე მარტივ ამინომჟავას წარმოადგენს. 2014 წელს, იგივე ჯგუფმა, ”დატოტვილი” ნახშირბადული ფუძის მქონე რთული ამინომჟავები აღმოაჩინა, ხოლო 2016 წელს, სხვადასხვა ტიპის ქირალური მოლეკულები, რომლებიც ჩვეულებრივი მოლეკულების სტრუქტურის სარკულ ანარეკლს წარმოადგენს(არამიწიერი ქირალური მოლეკულები).

 მცირე მასშტაბების კოსმოსური ქიმიური ლაბორატორიები, მზის სისტემაშიც გვაქვს. კომეტების გაზის კუდები(ხაფანგში მოხვედრილმა ზონდმა ორგანული მოლეკულები აღმოაჩინა), მეტეორიტები(კოსმოსში რთული ორგანული ნივთიერებები აღმოაჩინეს), რომლებშიც რთული ორგანული მოლეკულები იქნა აღმოჩენილი, მარტივი ამონომჟავების ჩათვლით. დიდია ალბათობა იმისა, რომ შორეულ წარსულში, დედამიწისეული სიცოცხლე სწორედ ამ ნივთიერებებზე აღმოცენდა(ასტრონომებმა ორგანული ნაერთების ასტეროიდებზე ჩამოყალიბების უარყოფილი ჰიპოთეზის რეამინაცია მოახდინეს; სიცოცხლე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.