კომეტას ლაყე კვერცხისა და ცხენის შარდის სუნი აუვიდა

 თუ კომეტას კოსმოსიდან დედამიწაზე ჩამოვიტანთ, აღმოვაჩენთ, რომ მისი არომატების ბუკეტში ლაყე კვერცხების, თავლას, ალკოჰოლისა და მწარე ნუშის სუნები შედიან.

 მას-სპექტრომეტრი Rosina-DFMS, რომელიც კომეტიდან ამოსული გაზების ქიმიურ სიგნატურას იკვლევს, შენაერთთა დიდი რაოდენობა აღმოაჩინა. ”ჩურიუმოვ-გერასიმენკოს კომეტას მძაფრი სუნი აქვს. გოგირდწყალბადი, ამიაკი, მხუთავი ფორმალდეჰიდი, ციანმჟავა(ციანმჟავას ღრუბელი ტიტანზე), მეთანოლი, გოგირდის ანჰიდრიდი, ნახშირბადის სულფიდი – აი 67P/C-G-ს არომატთა ბუკეტი” – ამბობს მას-სპექტრომეტრის ჯგუფის წამყვანი მკვლევარი კათრინ ალთვეგი(შვეიცარია).

 ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამშრომლები მოლეკულათა ასეთ სიმრავლეს ნამდვილად არ ელოდნენ. მათი ვარაუდით, კომეტის გაყინული ზედაპირის გათბობასთან ერთად, ყველაზე უფრო აქროლადი გაზები უნდა გამოფრქვეულიყვნენ – ნახშირჟანგი და ნახშირორჟანგი.

 მოგეხსენებათ, ამ კომეტის ორბიტაზე გასული აპარატის – ”როზეტა”, ბორტზე მიმაგრებულია დასაშვები მოდული – ”ფილი”. თუ კომეტის ბირთვზე დაშვება მოხერხდა, ეს იქნება ადამიანების შექმნილი აპარატის მიერ კომეტის ზედაპირის დესანტირების პირველი შემთხვევა(”როზეტა” ზონდის დასაშვებ ადგილებს სწავლობს).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.