”როზეტა” ზონდის დასაშვებ ადგილებს სწავლობს

 ევროპის კოსმოსური კვლევების სააგენტოს კუთვნილი აპარატი ”როზეტა”, ისტორიაში პირველად, კომეტის გარშემო სამკუთხედის ფორმის უჩვეულო ორბიტაზე გავიდა. კომეტა 67P/ჩურიუმოვ-გერასიმენკო, მზის გარშემო 6,5 წლიანი პერიოდით ბრუნავს, ხოლო ახალა ჩვენს მნათობს 522 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული.

 კომეტის ზედაპირის დედამიწიდან შესწავლა ძალიან ძნელია. ამიტომ კვლევა კოსმოსური ზონდების საშუალებით ხდება, სწორედ ამ ამოცანით არის დაკავებული კომეტიდან 100 კილომეტრის დისტანციაზე მდებარე ”როზეტა”. კარტოგრაფირების გარდა ხდება, ბრუნვის, მასის, ტემპერატურის, სიმკვრივის, გაზის წნევისა და მიზიდულობის ძალის დადგენაც.

 მთავარი პრობლემა იმაშია, რომ კომეტაზე დაშვება პლანეტებზე, მთვარესა და ასტეროიდებზე დაშვებისგანაც კი კარდინალურად განსხვავებულია. დროც მცირეა, რადგან კომეტა მზეს უახლოვდება, რის გამოც გაძლიერებული აორთქლება და მტვრის ნაწილაკების ამოფრქვევა ზონდის ჩაშვებას შეუძლებელს გახდის.

 უფრო მეტიც, მისიის ხელმძღვანელობამ უსაფრთხო დაშვებასა და შემეცნებით მოთხოვნებს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს. დაშვების ადგილი არ უნდა იყოს უსწორმასწორობებით სავსე, არც საიმედო რადიოკავშირს უნდა ეშლებოდეს ხელი”როზეტა-ფილს” შორის. მზის სხივები ”ფილის” მზის ბატარეებს საჭირო კუთხით უნდა ეცემოდეს, ოღონდ არ უნდა აცხელებდეს მათ.

 დაშვების ადგილის ფართობი არ უნდა იყოს 1 კვადრატულ კილომეტრზე ნაკლები, რათა ორიენტაციასა თუ მანევრირებაში გაჩენილი ნებისმიერი სიძნელის შემთხვევაში მაინც წარმატებული დაშვება განხორციელდეს. დარჩენილი დროის გათვალიწინებით, კომეტის ბირთვის ზუსტი კარტოგრაფირება მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში უნდა დასრულდეს, რათა მისიის ხელმძღვანელობამ ყველაზე უფრო შესაფერისი დასაშვები ადგილი შეარჩიოს.

 სააგენტოს სპეციალისტებმა ხუთი სავარაუდო ადგილი უკვე ამოარჩიეს. არცერთი მათგანი არ არის იდეალური, რაც არჩევანს ართულებს და ხელმძღვანელობას კომპრომისზე წასვლას აიძულებს.

churumovlzw dasajdomebi savaraudo

 მონაცემები, რომლებსაც ”როზეტა” აგროვებს, დასამუშავებლად დასაშვები ადგილის შემრჩევ ჯგუფს(LSSG) გადაეცემა, რომელიც ამ ადგილების ყოველმხრივ ანალიზს გააკეთებს. საბოლოო არჩევანი 14 სექტემბრს გამოცხადდება, როცა ”როზეტასა” და კომეტას შორის მანძილი 50 კილომეტრამდე იქნება შემცირებული.

 ადგილის ამორჩევის შემდეგ სპეციალისტები საერთო სტრატეგიას შეიმუშავებენ, მისაახლოებელი მანევრირებების პროცედურების მიმდევრობასა და დაჯდომის ჩათვლით. ამ მანევრების მერე ”როზეტა” 30 კილომეტრის სიამღლის ორბიტაზე გადავა და ოპერაციის დასაწყებად მოემზადება. თვით 100 კილოგრამიანი მოდულის – ”ფილი”, დაშვება 2014 წლის 11 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი, თუმცა ეს თარიღი შეიძლება შეიცვალოს, იმის მიხედვით, თუ რას დაინახავენ კომეტასთან კიდევ უფრო ახლოს მისული ”როზეტას” კამერები.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=szKZ77MbF9Q
httpv://www.youtube.com/watch?v=jI4LQcSoCjE

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.