მზის სისტემამდე რა იყო აქ?

 მზის სისტემის ასაკი 4,6 მილიარდი წელია. ასეთი სიძველის მიუხედავად, ის გაცილებით ახალგაზრდაა, ვიდრე სამყარო, რომლის ასაკი 13,8 მილიარდ წელს უტოდება, პლიუს-მინუს რამდენიმე ასეული მილიონი წელი.

 ითვლება, რომ ირმის ნახტომი 13,2 მილიარდი წლისაა, თითქმის ისეთივე ხნიერი, როგორც სამყარო. ის, ჯუჯა გალაქტიკების შერწყმით ფორმირდებოდა, საბოლოოდ კი იმ უზარმაზარ სპირალად გადაიქცა, როგროიც ახლაა.

 ორიონის, არწივისა და ტარანტულის ნისლეულების მსგავსად, მზის სიტემის ადგილზე 4,6 მილიარდი წლის წინ, უზარმაზარი გაზის ღრუბელი იყო. წარმოდგენილი პირველადი წყალბადის, მტვრისა და ვარსკვლავების მიერ გამოფრქვეული სხვა მძიმე ელემენტებით.

orionis welis sami varskvl;avi
ორიონის ნისლეულის ნაწილი.

 მილიონობით წლების მერე, მაღალი სისქის რეგიონები დიდი და პატარა ვარსკვლავების ფორმირებას იწყებს. ფოტოებზე ეს წერტილები ბნელი ლაქების სახით წარმოგვიდგება, სანამ მათი მიმართულებით მოძრავი გაზები პროტოვარსკვლავებს შესძენს მასას, რომელზეც თერმობირთვული რეაქცია დაიწყება და ახალი ვარსკვლავები აინთება. ზოგი, მზის ზომისაა, ზოგი უფრო დიდი, არიან წითელი ჯუჯებიც. მათ გარშემო მალე პლანეტები დაიწყებს ფორმირებას, შესაძებელია, გაჩნდეს სიცოცხლეც. თუ ვარსკვლავები ჯგუფურად იბადება, მაშინ სად არიან მზის ძმები და დები, რომლებიც ამავე ღრუბლში გაჩნდნენ?

 როგორც ჩანს, მჭიდრო და მყუდრო ვარსკვლავური ბუდეები მალევე იშლება. მზის სისტემის მშობლიური ნისლეული, ან მთლიანად ვარსკვლავებმა შთანთქა, ან ამ ვარსკვლავების ქარებმა გაანიავა. ის ისევე გაიფანტა, როგორც კვამლი.

m16 dvali
შემოქმედი სვეტები არწივის ნისლეულში(დავით დვალის მიერ გადაღბული ფოტო).

 სულ თავიდან, ჩვენი გამჩენი ნისლეული, არწივის ნისლეულს ჰგავდა, მილიონობით წლების მერე კი პლეადებს, რომელშიც ელვარე ვარსკვლავები გაფანტვის მდგომარეობაში მყოფი ნისლეულით არიან შემოფარგლული. ირმის ნახტომის გრავიტაციულმა ძალებმა, ჩვენი ვარსკვლავური აკვნის წევრები ერთმანეთს დააშორა და ჰიადების მსგავს სტრუქტურად აქცია. საბოლოოდ, ეს პატარა ჯგუფიც დაიშალა და მზის ნათესავი ვარსკვლვები, ირმის ნახტომის მკლავებში უკან დაუბრუნებლად გაიფანტა.

pleadebi giadebi
პლეადები(მანძილი – 400 სინათლის წელი) და ჰიადები(150 სინათლის წელი დედამიწიდან).

 ვერასოდეს გავიგებთ ზუსტად, რა იყო აქ მზის სისტემამდე. მხოლოდ სხვა რეგიონებზე დაკვირვებებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რა და როგრ ხდებოდა აქ, განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე.

 მაგრამ რა შეიძლებოდა რქმეოდა ნისლეულს, რომელმაც ჩვენ გაგვაჩინა?( ჰიპოთეზა გაზურმტვროვანი დისკოს შესახებ; მაინც რა ასაკისაა სამყარო?; აღმოჩენილია მზის ძმამოკლედ მზის სისტემის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *