მეტეორიტ NWA 16788-ის მასა 24,5 კილოგრამია, რაც წინა რეკორდსმენის მასაზე 70%-ით მეტია. მსოფლიოში დაახლოებით 400 მარსული მეტეორიტია ნაპოვნი, მაგრამ მათი უმეტესობა პაწაწინა ფრაგმენტებია. ეს გიგანტი კი დედამიწაზე აღმოჩენილი მარსის ფრაგმენტების 6,5%-ს შეადგენს.
როგორ აღმოჩნდა ის აქ? ყველაფერი დაიწყო მარსის ზედაპირზე ძლიერი ასტეროიდული დარტყმით, რომელმაც ნამსხვრევები კოსმოსში მოისროლა. ერთ-ერთმა მათგანმა მილიონობით კილომეტრი გაიარა, დედამიწის ატმოსფეროში შემოიჭრა (რასაც შემომდნარი (აბლაცია) გარსიც ადასტურებს) და აფრიკის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, სადაც მეტეორიტებზე მონადირემ იპოვა. მისი მოწითალო ფერი მარსულს წააგავს, შიგნით კი მინერალებია, რომლებიც დარტყმის შემდეგ მინის წვეთებად გადაიქცა, ესეც მის არამიწიერ წარმოშობას ადასტურებს (სხვა სოდომი და გომორა…).
მეტეორიტის მიმართ ინტერესი უზარმაზარია და ამას უარყოფითი მხარეც აქვს. თუ მას კერძო კოლექციონერი იყიდის, მეცნიერებმა შესაძლოა ვეღარ შეძლონ მისი შესწავლა, რიგითმა ადამიანებმა კი მისი ნახვა. ამ ეტაპზე, NWA 16788-ის ფრაგმენტი უკვე ერთ-ერთ ჩინურ ობსერვატორიაშია გადატანილი, რათა მისგან რაიმე მაინც დარჩეს მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი. აუქციონამდე ამ ქვის ნახვა ნიუ-იორკში, Sotheby’s-ის შენობაშია შესაძლებელი, 8-დან 15 ივლისამდე. მეტეორიტის საწყისი ფასი 2-4 მილიონი დოლარია.
რა უჩვეულო გატაცებაა მეტეორიტებზე ნადირობა, მით უმეტეს პროფესია – ”მეტეორიტებზე მონადირე”? ნებისმიერი სხვა საქმიანობის მსგავსად, მეტეორიტებზე ნადირობა სამოყვარულო ან პროფესიონალურ დონეზე შეიძლება ხდებოდს. მოყვარულები თავიანთი ძირითადი სამუშაოდან თავისუფალ დროს აქტიურობენ, პროფესიონალები კი ამაში იღებენ ხელფასს, თან არც თუ ისე ცოტას.

მოყვარულებიც და პროფესიონალებიც, სხვადსახვანაირ აპარატურას იყენებენ – მეტალოდეტექტორები, მაგნიტები, რადარები, ლიდარები და ა.შ. ასეთი ინსტრუმენტებით მეტალის ან ქვა-მეტალის მეტეორიტების აღმოჩენა არის შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ მეტეორიტების დიდი ნაწილი, რომლებიც დედამიწის ზედაპირზე შეიძლება ვიპოვოთ, მეტალების მცირე რაოდენობას შეიცავს და მტალოდეტექტორით მათი აღმოჩენა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში, მონადირეები სხვა მოწყობილობებს მიმართავენ და თავიანთ გამოცდილებასა და გამართლებას ეყრდნობიან(ატმოსფეროში წვის გამო, მეტეორიტს მოშავო ელფერი და ერთ მხარეს მიმართული დნობის(აბლაცია) კვალი აქვს).
ა.შ.შ-ს კანონმდებლობის მიხედვით, მეტეორიტი მპოვნელს ეკუთვნის, თუმცა თუ სახელმწიფო ან ფედერალურ ტერიტორიაზეა ნაპოვნი, ან აქვს მეცნიერული და ისტორიული მნიშვნელობა, მაშინ სახელწმიფოს უნდა ჩაბარდეს. სხვა შემთხვევაში, მონადირეს შეუძლია გაყიდოს ან თავისი კოლექციისთვის დაიტოვოს მეტეორიტი (მეტეორიტის ფრაგმენტი ოქროზე ძვირფასია; მეტეორიტები მარსიდან და მთვარედან ფასდაკლებით).
მეტეორიტების ძებნა დედამიწის ნებისმიერ წერტილში არის შესაძლებელი, ანტარქტიდაზეც, სადაც მათი ძებნით, სპეციალური სამსახური არის დაკავებული, პროგრამის ჩარჩოებში – ANSMET (ხონდრიტები და ახონდრიტები; იშვიათი მეტეორიტების წარმომავლობა; დედამიწაზე მეტი ასაკის მეტეორიტი).