მეტეორიტები მარსიდან და მთვარედან ფასდაკლებით

 თუ ოდესმე გქონიათ მისწრაფება გქონოდათ რაიმე არადედამიწისეული, მაშინ სწორედ ახლა გეძლევათ ამის შანსი.

 14 ოქტომბერს მანჰეტენზე გასაყიდად გამოფინეს დედამიწზე ჩამოცვენილი მარსისა და მთვარის ნატეხები, ასტეროიდები. ეს იყო ყველაზე ფართო სახალხო მეტეორიტული აუქციონი, რაც კი ოდესმე გამართულა. სულ 125 ნივთი იყო გამოფენილი.

 მეტეორიტთა უმრავლესობა წარმომავლობით ასტეროიდული სარტყლიდანაა. კვლევებით არის დადგენილი, რომ ზოგიერთი მათგანი აქ ვესტადან მოხვდა. ამ ასტეროიდის სამხრეთ პოლუსთან, კრატერის სახით, დიდი შეჯახების კვალია წარმოდგენილი, რომლის დროსაც კოსმოსში, ჩვენი მიმართულებითაც, ქვების უამრავი რაოდენობა გამოიტყორცნა. რაც შეეხება მარსულ ქვებს, ისინი კაცობრიობისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანები ჯერჯერობით მარსიდან ქვების ჩამოტანას ვერ ახერხებენ, ამიტომ ისინი მეცნიერებს დიდ დახმარებას უწევენ კვლევებში(მეტეორიტის ფრაგმენტი ოქროზე ძვირფასია).

 სამეცნიერო კვლევების გარდა ეს ქვები ეგზოტიკური დანიშნულებითაც ძალიან მიმზიდველია. ზოგიერთს აბსტრაქტული ფორმა აქვს, ზოგიც უცხო სკულპტურულ ფორმას მოგვაგონებს. მარსული მეტეორიტის ეს პატარა ფრაგმენტი 2011 წლის ივლისში მოროკოში დაეშვა და ქვაც  სწორედ ამ ქვეყნის სახელს ატარებს. იგი 327 გრამს იწონის და ახლა ლონდონის ისტორიული მუზეუმის კუთვნილებაა.

 მეტეორიტებს ფასი არა აქვთ მანამ, სანამ მათ სპეციალისტი არ დაამუშავებს. იმისათვის, რომ გამოვიკვლიოთ მეტეორიტი პირველ რიგში უნდა დავათვალიეროთ მისი შიგთავსი, ამისათვის მას პატარა ნატეხი უნდა ჩამოვაჭრათ. ხოლო ყველაზე ღირებულია როცა მეტეორიტს ვარდნის პროცესში დააფიქსირებ და არა უკვე მიწაზე დაცემულს, განაცხადა აუქციონის კონსულტანტმა დერილ პიტმა.

 აუქციონი მომავალშიც გაგრძელდება და თუ გაგიმართლებთ და იქ მოხვდებით ერთი პატარა ნატეხი ჩვენთვისაც გამოაყოლეთWink.

ავტორი: თეო ჯაფარიძე.

One comment

  1. საინტერესოა აუქციონს ეტყობა იგივე საზოგადოება მართავს, ვინც მარსზე მიწებს ჰყიდის. ოღონდ მაინტერესებს ის ამბავი, მარსელებს აღარაფერს ეკითხებით?

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.