კოლაფსი ყველა კვალს წაშლის

 თუ ცივილიზაციების განვითარების ციკლურობის განმარტებას ერთ წინადადებში ჩავტევთ, მას ასეთი სახე ექნება: ნებისმიერი ცივილიზაცია, მათ შორის ჩვენიც, თავის განვითარებაში ჩასახვის, აყვავების, დაცემის, დემოგრაფიული კრიზისის, ეკოლოგიური კატასტროფისა და გლობალური ომების სტადიებს გადის”. ასეთი თეორიების მომხრეები დარწმუნებულნი არიან, რომ შორეულ წარსულში, დედამიწაზე რამდენიმე განვითარებული ცივილიზაცია უკვე არსებობდა, ყველა მათგანი კატასტროფულმა მოვლენებმა დაღუპა, როცა, თითქოს, თავიანთი განვითარების პიკზე იყვნენ და შორეული კოსმოსის ათვისების მისადგომებთან იდგნენ.

 სად დაიკარგა მათი კვალი?

 ასეთი ჰიპოთეზების მტკიცებულებებს მათი ავტორები, როგორც ცნობილია, მითებსა და ლეგენდებში ნახულობენ, ასევე ჩვენამდე მოღწეულ ზოგიერთ წერილობით წყაროებში. ბოლო დროს ბევრი ინფორმაცია გაჩნდა იმის შესახებ, რომ ძველი ინდური ეპოსი(მაჰაბჰარატა, რამაიანა) საფრენ აპარატებზე, უნიკალურ მეცნიერულ ცოდნასა და ატომურ იარაღზე მოგვითხრობს(ღმერთების საიდუმლო იარაღი: როგორ ესროლა ინდრამ ვაჯრა ვრიტრას).

 ებრაული მისტიკური სწავლების – კაბალას მიხედვით, ღმერთი ყოველ 7000 წელიწადში პირისაგან მიწისა აღგვის ძველს და ქმნის ახალ ცივილიზაცის. ეს პერიოდი, შესაძლებელია, ცივილიზაციების არსებობის ციკლების ხანგრძლოვობას მართლაც ემთხვევა.

 სწორედ აქ ჩნდება კითხვები, რომლებსაც ასეთი თეორიების კრიტიკოსები სრულიად სამართლიანად სვამენ. თუ ისტორიამდელ წარსულში განვითარებული ცივილიზაციები მართლაც არსებობდა, ჩვენნაირი ან უფრო მაღალი დონის, რატომ არ დარჩა არანაირი კვალი? თუ ამ თეორიებს დავუჯერებთ, კოლაფსის შემდეგ, გადარჩენილებს ყველაფრის ნულიდან დაწყება უწევდათ.

obeliski ინფორმაციის მატარებლების ევოლუცია

 დავუშვათ, არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ზოგიერთი არტეფაქტი მართლაც უძველესმა ცივილიზაციებმა შექმნეს, მაშინ სად დაიკარგა მათ მიერ დაგროვებული კულტურული და სულიერი სიმდიდრე – მეცნიერება, ფილოსოფია, პოეზია?! ყოველივე ამის გარეშე ხომ ცივილიზაცია არც არსებობს…

 papirusi საინტერესოა, რომ ამ შეკითხვებზე პასუხებს სწორედ უკანასკნელ წლებში შექმნილი ტექნოლოგიები გვაძლევს. თანამედროვე კაცობრიობის განვითარების ისტორიას თუ გადავხედავთ, მკაფიოდ გამოკვეთილ ტენდენციას დავინახავთ – ინფორმაციის მატარებლების კომპაქტურობისკენ სწრაფვას. ქვის ლოდებზე ამოკვეთილი დამწერლობის დრო წარსულს ჩაბარდა, ისინი თიხამ, პაპირუსმა და პერგამენტმა შეცვალა, ეს ყველაფერი კი ფურცლებისგან შემდგარმა წიგნებმა…

 gramofoni ადამიანების მიერ ხმისა და გამოსახულების ჩაწერისთვის მოგონილი საშუალებებიც იგივე გზას გადის. უკანასკნელ ათწლეულებში დაბადებულებს უზარმაზარი ტელევიზორები და ”ბაბინებიანი” მაგნიტოფონები არც კი უნახავთ. რომელ ”ბაბინებზეა” საერთოდ საუბარი, წარსულს, კასეტური ვიდეომაგნიტოფონებიც დიდი ხანია ჩაბარდა, ისინი კომპაქტ-დისკოებმა შეცვალა, რომლებზეც ქალაქის პატარა ბიბლოითეკის შემადგენელის უპრობლემოდ ჩაწერაა შესაძლებელი, ეს უკანასკნელი კი USB-მეხსიერების მოწყობილობებმა, რომლებიც კიდევ უფრო პატარა ზომისაა და კიდევ უფრო მეტი მოცულობის ინფორმაციას იტევს. რა იქნება შემდეგ, არავინ იცის. თუმცა უკვე ცხადია, რომ მომავლის ტექნოლოგიები(განსაკუთრებით კვანტური) მწერალი-ფანტასტების ყველაზე უფრო თამამ წინასწარმეტყველებებს გადააჭარბებს.pergamenti

 ამ ტენდენციის ლოგიკურობა აშკარაა: ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად, დაგროვებული ინფორმაციის მოცულობაც იზრდება, ხოლო მისი შენახვისათვის საჭირო კომფორტული და პატარა ზომის მატარებლები პროგრესის განუყოფელ ნაწილად იქცა. იმავდროულად, კომპაქტურობასთან ერთად მათი მალფუჭებადობაც იზრდება. მაგალითად, კომპაქტ-დისკოს გაკაწვრა(ან მზეზე დატოვება) და ვეღარასოდეს შეძლებთ მის გამოყენებას. იგივე ემართება ცხელ წყალში შემთხვევით ჩავარდნილ ”ფლეშკასაც”(ჩემმა 15 წლის წინათ ნაყიდმა 250 მბ. ჩინურმა ”ფლეშკამ” სარეცხ მანქანაში რამდენიმეჯერ გარეცხვას გაუძლო 🙂 ). გარდა ამისა, მათ წასაკითხად სპეციფიური მოწყობილობა არის საჭირო: აუდიოკასეტის მოსასმენად, კასეტებიანი მაგნიტოფონია საჭირო; დისკოსა და ”ფლეშკისთვის”, კომპიუტერს მათი მიერთებისა და წაკითხვის საშაულებები უნდა ჰქონდეს და ა.შ. ამ მოწყობილობათა მუშაობის პრინციპი უნივერსალურია – მათ საფუძველზე სხვა მატარებლებისა და წაკითხვის სისტემების შექმნაა შესაძლებელი. მაგალითად, ბეჭდის ფორმის ”ფლეშკა” და კომპიუტერზე მისაერთებელი მისთვის თავსებადი შესასვლელი.tv zveli

 როგორ წავიკითხოთ?

 წარმოვიდგინოთ, რომ ХХ საუკუნის დასაწყისში რომელიღაც არქეოლოგმა კომპაქტ-დისკო იპოვა, გაკეთებული, დავუშვათ, სუფთა სილიციუმისგან და დაადგინა, რომ არტეფაქტის ასაკი 50 000 წელია. როგორ ფიქრობთ, რა დანიშნულებას მიაწერდა მას ეს არქეოლოგი? პირველ რიგში ის გააკვირვებდა, რომ შორეულ წარსულში ადამიანებმა იდეალურად მრგვალი ფორმის ნივთების დამზადება შეძლეს, შემდეგ, საქმეში მისი ფანტაზიები ჩაერთვება. იქნებ, მზისა და მთვარის თაყვანისმცემელი ტომების მიერ დამზადებული ავგაროზია, ხვრელით შუაში ტყავის გასაყრელად, რომლითაც კისერზე დაიკიდებდნენ. ან,  იქნებ უჩვეულო ფორმის დანაც იყოს…

caseta ყველა ვარიანტში, ის, რომ მან ინფორმაციის შენახვის მოწყობილობა იპოვა, დამზადებული შუმერულ და აქადურ ცივლიზაციებამდე გაცილებით ადრე, ვერანაირად ვერ მიხვდებოდა. იმასაც თუ დავუშვებთ, რომ ეს არქეოლოგი არნახულ მეცნიერულ ინტუიციას ფლობს, კომპაქტ-დისკოს წასაკითხად სპეციალური მოწყობილობა დასჭირდება(„ვოიაჯერის“ ოქროს ჩანაწერი…). იქნებ ასეთი რამე ადრეც მომხდარა, როცა არქეოლოგებმა ნანახის ინტერპრეტირება ვერ შეძლეს. იგივე, ალბათ, შორეული მომავლის არქეოლოგებსაც დაემართებათ, რომელბიც თანამედროვე ცივილიზაციის ნანგრევებს გათხრიან. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ კაცობრიობის მიერ დაგროვებული ინფომაციის მნიშვნელოვანი მასივი ქსელებში ინახება, ანუ ინტერნეტში. მისი გამოგონება ჟიულ ვერნმა ჯერ კიდევ 1863 წელს იწინასწარმეტყველა, რომანში – ” ХХ საუკუნის პარიზი”, მსგავსი იდეებით სხვა მწერალი-ფანტასტებიც გამოვიდნენ.

 რა დარჩება ინერნეტისგან?

iner server უკვე დღეს, ინტერნეტში უამრავი მხატვრული ნაწარმოებია შეტანილი, მეცნიერული სტატიები, მონოგრაფიები, რომლებსაც ქაღალდზე ნაბეჭდი ვარიანტი არ გააჩნია. გასაგებია, რომ წლებთან ერთად ეს ტენდენციაც გაძლიერდება, ქაღალდის წიგნების ფიზიკურ დაბერებასთან და ტრადიციული ბიბლიოთეკების გაქრობასთან ერთად ინტერნეტი კაცობრიობის ცოდნისა და მსოფლიო ლიტერატურის საგანძურის შესანახავი ერთად-ერთი საშუალება გახდება. უკვე დიდი ხანია, ქაღალდზე დაწერილ წერილებს აღარავინ აგზავნის, ეს წერილები ვირტუალურ სივრცეში არსებობენ, ელექტრონულ ფოსტაში, ასე რომ ჩვენი შვილიშვილები დროისაგან გაყვითლებულ, ჩვენს მიერ დაწერილ წერილებს ვერასოდეს წაიკითხავენ(სამყაროს, ტვინისა და ინტერნეტის მსგავსება; მეცნიერები დროში მოგზაურებს ეძებენ).

fleshka ისევ და ისევ, მარტო წერილებში არ არის საქმე. როგორც ცნობილია, ინტერნეტმა თვითონ ცოდნის მიღებისადმი დამოკიდებულება შეცვალა. ერუდიტებისა და ენციკლოპედისტების კლასი გაქრა: რატომ ვატაროთ ამდენი ინფორმაცია თავით, თუ მისი ნახვა, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი საძიებო სისტემით არის შესაძლებელი?!

 მაშ სად არის წინა ცივილიზაციების კვალი, მათი დაღუპვის მერე რატომ დასჭირდათ გადარჩენილებს ყველაფრის ნულიდან დაწყება?

 წარმოიდგინეთ, რომ არა ხვალ, არამედ, მაგალითად, რამდენიმე ათეული წლის მერე, რაიმე მიზეზის გამო მსოფლიო კოლაფსი მოხდება და ქსელი განადგურდება. კიდევ უფრო აშკარაა, რომ მომავალი ომის უმთავრესი სამიზნე სწორედ კომპიუტერული ქსელები იქნება – მათ გარეშე არმიისა და ქვეყნის მართვა შეუძლებელია, ქაოსი გარდაუვალია. ინტერნეტის მწყობრიდან გამოყვანა მეტეორიტის ვარდნას, ატომურ ომსა და რაიმე მსგავსაც შეუძლია.

atomuri afetqeba როგორც არ უნდა იყოს, დავუშვათ, რომ გლობალურ კატასტროფას ადამიანთა მცირე ნაწილი გადაურჩა. მათ შორის ინტელიგენტებიც იქნებიან, თუმცა, ცივლიზაციის ასაღორძინებლად ინტერნეტი დასჭირდებათ… მის გარეშე არა მარტო ტექნიკური მოწყობილობების, არამედ უბრალო სკამის გაკეთებაც კი გაჭირდება. ისღა დარჩენიათ, ტყეში ერთი კარგი ჯოხი იპოვონ და რაიმე მსუყე მოინადირონ. ვიღაცა ამ ჯოხს წვეტიან ქვასაც მოაბავს და ა.შ…

 როგორც ვხედავთ, ყველაფრის მართლაც ნულიდან დაწყებაა საჭირო, რადგან ფიზიკურს, აუცილებლად, ინფორმაციული კატასტროფა მოჰყვება.

 ამასთან ერთად, გადარჩენილები გარკვეული დროის მანძილზე დარწმუნებულნი იქნებიან, რომ კატასტროფის მასშტაბების მიუხედავად, ადამიანების მიერ დაგროვებული ცოდნა ვერ დაიკარგებოდა. ზოგან, კომპიუტერები და მათი მომსახურე პერსონალიც გადარჩებოდა. ისინი ამ ყველაფერს თავიანთ შვილებსა და შვილიშვილებს უყვებიან, მითები ოლიმპოელ ღმერთებზე, შამბალასა თუ ჰიპერბორეაზე, ცათმფრენებზე და ა.შ, თაობიდან თაობაზე გადადის. ადრე თუ გვიან, ზღაპარი რეალობა ხდება, ხოლო რაც უფრო ვითარდება ახალი ცივილიზაცია, მით უფრო სწრაფად უახლოვდება დასასრულს.

 ეს მხოლოდ და მხოლოდ ჰიპოთეზაა, აქვს თუ არა მას არსებობის უფლება, მკითხველმა გადაწყვიტოს(ძველი ცივილიზაციები; ანომალური მოვლენები(კიდევ ცივილიზაციების შესასხებ).

One comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.