მეცნიერები დროში მოგზაურებს ეძებენ

 ორმა მეცნიერმა, ინტერნეტის საშუალებით, დროში მოგზაურთა ძებნა გადაწყვიტა.

 დროში მოგზაურობის ერთ-ერთი აქსიომის მიხედვით, თუ დროში რეტროგრადული(უკან) მოგზაურობა შესაძლებელია, მაშინ სრულიად შესაძლებელია, რომ ვიღაც სწორედ ჩვენს დროში სამოგზაუროდ წამოვიდა. ასეთ მოგზაურთა ძებნის იდეა და მიზანი იმაშია, რომ ჩვენ, საერთო მასიდან მათი გამოყოფა წინასწარმეტყველების უნარის, ანუ მომავლის შესახებ ცოდნის გამოვლენის საფძველზე უნდა შევძლოთ. რობერტ ნემიროვი და ტერეზა უილსონი, მიჩიგანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან, ასეთ მოგზაურებს ინტერნეტის გლობალური ქსელის გამოყენებით ეძებენ, იმის ვარაუდით, რომ მოგზაურები თავიანთ გზავნილებს სხვადასხვა ბლოგებში დატოვებდნენ, თუმცა როგორ გავარჩიოთ ისინი ჩვეულებრივი ადამიანებისგან, რომელთაც მდიდარი ფანტაზია ან შიზოფრენია აქვთ, მეცნიერებმა არ იციან. მიუხედავად ამისა მაინც ჯიუტად „იქექებიან“ გლობალურ ქსელში „მომხვდურთა“ მოსაძებნად, რომლებმაც ნაკლები სიფრთხილე გამოიჩინეს და ელექტრონულ გვერდებზე გარკვეული კვალი დატოვეს.

 ნემიროვმა და უილსონმა ძებნის სამი მეთოდი შეიმუშავეს. 1) საძიებო სისტემებში გამოყენებული სიტყვები. მაგალითად, ხომ არავინ აკრიბა სიტყვა ISON, სანამ ამ კომეტას აღმოაჩენდნენ. 2) ხომ არავინ ეძებდა NASA-ს საიტზე იგივე კომეტას, სანამ ამ უკანასკნელს აღმოაჩენდნენ. 3) თხოვნა, რომ დროში მოგზაურები მეცნიერებს პირდაპირი მესიჯით გამოეხმაურონ. ეს ყველაფერი ცოტა გულუბრყვილოდ გამოიყურება, მაგრამ ვინ იცის, იქნებ გაჭრას. სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის კვლევას არანაირი შედეგი არ მოუტანია, თუმცა მკვლევარები ძებნას აგრძელებენ. შესაძლებელია, რომ დროში მოგზაურები ძალიან დიდ სიფრთხილეს იჩენენ, ცდილობენ არ მიიქციონ ყურადღება, თუმცა ექსპერიმენტის ავტორთა მტკიცებით, ისინი ჩვენს შორის არიან, სხვანაირად არ შეიძლება იყოს(კიდევ დროში მოგზაურობაზე; ტახიონები მომავლიდან).

One comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.