მარსი პირისპირდგომასთან ახლოს

 8 აპრილის ღამეს მარსი შუალედურ მდგომარეობაში იყო პირისპირდგომასა და დედამიწასთან უახლოს წერტილში გავლას შორის(14 აპრილი). პლანეტა ღამის ცაზე ქალწულის თანავარსკვლვედში ჩანს, ზუსტად მზის საპირისპირო მხარეს დედამიწის მიმართ. წითელ პლანეტაზე ტელესკოპებით(ვიყიდო თუ არა ტელესკოპი?(ლუკა)) დაკვირვებისთვის საუკეთესო სეზონი დადგა. pirispiris grafikiეს ფოტო 3 აპრილს იქნა მიღებული, 40 სანტიმეტრიანი ტელესკოპითა და ციფრული კამერით ბრაზილიის ტერიტორიიდან. მარსის ჩრდილოეთი პოლარული ქუდი ზედა მარცხენა კუთხეში მოჩანს. ასევე კარგად ჩანან ოროგრაფიული ღრუბლებიც – წყლის ორთქლის ღრუბლები, რომლებიც მარსული ვულკანების პიკებზე ცივ ატმოსფეროში კონდენსირდებიან. პირისპირდგომასა და უახლოესი წერტილის გავლის თარიღებს შორის სხვაობა პლანეტის ელიფსური ორბიტით არის გამოწვეული. მარსის ხილული დიამეტრი სავსე მთვარის კუთხურ ზომაზე 100-ჯერ მცირე იქნება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.