კიდევ უფრო ხნიერი სამყარო

 დედამიწიდან 190 სინათლის წლის მანძილზე, სასწორის თანავასკვლავედში მდებარე ვარსკვლავი HD 140283, ასტრონომებს საგონებელში აგდებს. ეს ვარსკვლავი ძალიან ხნიერი აღმოჩნდა და მაშინვე მათუსალას(პერსონაჟი ბიბლიიდან) სახელი მიიღო(მათუსალას ვარსკვლავის შესახებ). ეს არის მეტალებით ღარიბი სუბგიგანტი, ვარსკვლავური სიდიდით 7,223. ასი წლის განმავლობაში ის ზესწრაფი ვარსკვლავის სახელით იყო ცნობილი. უფრო მეტიც, HD 140283-ის ყველა პარამეტრები იმაზე მიუთითებენ, რომ მისი ფორმირება დიდი აფეთქებიდან მალევე მოხდა. მისი ასაკი 14,46 მილირდ წელს უტოლდება, ანუ სამყაროზე ხნიერი გამოდის, კოსმოსი ხომ 13,817 მილირდი წლისაა(”პლანკის” კოსმოლოგიური შედეგები).

 შემდგომი კვლევებით გაირკვა, რომ უზუსტობა 800 მილიონ წელს აღწევდა. მაგრამ რა არის ზედა ასაკობრივი ზღვარი? შეიძლება იყოს ვარსკვლავი ისეთივე ხნიერი, როგორიც სამყაროა და მაინც „დიდი აფეთქების აქეთ მხარეს“ რჩებოდეს?

 ბასქენთის(ანკარა, თურქეთი) უნივერსიტეტის თანამშრომელი ბიროლ კილკისი ფიქროს, რომ კი. 2004 წელს მან მასხივებველი სამყაროს მოდელი(RUM) წარმოადგინა. ამ დამაინტრიგებელი კონცეფციის მიხედვით, ექსერგია(ენერგიის ნაწილი, მაქსიმალური სასარგებლო მუშაობის ტოლი, რომლის შესრულებაც თერმოდინამიკურ სისტემას შეუძლია გარემო სივრცესთან წონასწორობის მდგომარეობაში გადასვლისას) დიდი აფეთქებიდან ჩაედინება იმაში, რასაც კილკისი უსასრულო ზომის სითბურ ნიჟარას უწოდებს აბსოლუტური ნულის დროს, ძალიან დიდი ხანი მომავლისკენ. RUM-ის გამოყენებით, კილკისმა გამოითვალა, რომ სამყაროს ასაკი 14,885 ± 0,040 მილიარდ წელს შეადგენს, რაც მიკროტალღურ ფონზე(მოკლედ დიდი აფეთქების შესახებ) ოდნავ მეტია, თუმცა, HD 140283-ის სავარაუდო პირვანდელ ასაკს თავისუფლად იტევს.

 აღსანიშანავია, რომ კილიკსის RUM თეორიას ახალი დინამიური სიდიდე შემოქვს ჰაბლის მუდმივაში, რომლის მიხედვითაც, სამყაროს აჩქარებული გაფართოება დიდი აფეთქებიდან 4,4 მილიარდი წლის მერე დაიწყო, რაც ასევე ბნელი ენერგიის ცნებასაც უშვებს. უფრო მეტიც, მზარდი აჩქარებული გაფართოება მუხრუჭდება, რაც, თავის მხრივ, ბნელ მატერიასთან შეგვიძლია დავაკავშიროთ. ბნელი ენერგია და მატერია ჯერ კიდევ იდუმალებით არის მოცული, დაკვირვებები კი მათ რეალურ არსებობაზე მიუთითებენ. ყველაფერთან ერთად RUM-ის მიხედვით, პლანკის მუდმივა კოსმოლოგიურად ვარიაბელურია, არ არის კონსტანტა. ვარაუდი ამის შესახებ 2013 წელს სეშავათარამმა და ლაკშმინარაიანმაც გამოთქვეს.

 „კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება ისიც, თუ საით ფართოვდება სამყარო. თუ გაფართოებად სამყაროს მასა და მოცულობა გააჩნია, მისი ფორმის მიუხედავად ის სხვა არეში უნდა გაფართოვდეს. ეს არის უსასრულო ზომების „არე“ აბსოლუტურ ნულზე და სამყაროსათვის სითბური ნიჟარას როლში გამოდის, რომელიც თავის მხრივ, სითბური გამოსხივების წყაროა, მდებარე ნიჟარას ფარგლებს გარეთ“ – ამბობს კილიკსი(კოსმოლოგიური კონსტანტას ახლებური ახსნამაინც რა ასაკისაა სამყარო?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.