„კენტავრების“ წარმოშობა

 იდუმალი ნახევრადკომეტა-ნახევრადასტეროიდები, კომეტები აღმოჩნდა(NASA).

  ძალიან შორს, იუპიტერსა და ნეპტუნს შორის, უჩვეულო ობიექტთა ჯგუფი მოძრაობს, რომლებიც ერთდროულად კომეტებიც არის და ასტეროიდებიც. ასეთი „ორსახოვნებისთვის“ მათ კენტავრების სახელი მიიღეს, ხოლო ახლა უკვე, ასეთი სახელისაგან მათი განთავისუფლება გახდა შესაძლებელი. კოსმოსური ტელესკოპი „WISE”-ს გამოყენებით დადგინდა, რომ მათი უმრავლესობა მაინც კომეტებია(კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი).

 ადრინდელი ვერსიების მიხედვით, კენტავრები, ასტეროიდები შეიძლებოდა ყოფილიყო, რომლებიც იქ მზის სისტემის შიგა რეგიონებიდან მიგრაციით მოხვდნენ, ან კომეტები, მოსულები სისტემის გარე რეგიონებიდან, მაგალითად, კოიპერის სარტყლიდან(მოკლედ მზის სისტემის შესახებ), რომელიც ჩვეულებრივი კომეტების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. როგორც ჩანს, კენტავრთა უმრავლესობას მეორე ვარიანტი უფრო შეესაბამება: მათ კომეტური წარმომავლობა აქვთ(მოკლედ კოიპერის შესახებ).


 პროექტ NEOWISE-ს ჩარჩოებში, ასტეროიდებსა და კომეტებზე დაკვირვება ინფრაწითელ დიაპაზონში მიმდინარეობდა, მათ რიცხვში 52 კენტავრიც მოყვა(ამათგან 15-ის შესახებ არაფერი იყო ცნობილი), რომლებიც არასტაბილურ ორბიტებზე იუპიტერსა და ნეპტუნს შორის მოძრაობენ. მათი ალბედო(სინათლის არეკვლის უნარი) გაცილებით დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე ასტეროიდებისთვის არის დამახასიათბელი და ის კომეტებს უფრო შეესაბამება, რომელთა ყინულოვანი ზედაპირები მტვრითაა დაფარული, რაც ბნელ და პრაქტიკულად შავ ობიექტებად აქცევს მათ.

 NEOWISE-ს მონაცემებით, კენტავრთა დაახლოებით 2/3 კომეტებია და ისინი, როგორც ჩანს, მზის სისტემის გარე, ცივი რეგიონებიდან მოვიდნენ. არიან თუ არა დარჩენილი 1/3 კომეტები, ჯერჯერობით გაურკვეველია, დაკვირვებები გრძელდება(ტროელები და ბერძნები იუპიტერთან; დედამიწის პირველი ტროელი ასტეროიდი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.