CMS-ი ჰიგსის იშვიათ დაშლას სწავლობს

 125 გევ. მასის ჰიგსის ბოზონი, რომლის არსებობა ახლა მაღალი სიზუსტით არის დამტკიცებული, ყველაზე კარგად დაშლის სამი ძირითადი არხით დაიმზირება: ორ ფოტონად, ორ Z-ბოზონად(მათი შემდგომი ლეპტონებად დაშლით) და ორ W-ბოზონად. გარკვეული ნიშნები მისი ორ ტაუ-ლეპტონად და b-კვარკ-ანტიკვარკულ წყვილად დაშლაშიც შეიმჩნევა(ატომი).
თუმცა კოლაბორაციები, რომლებიც დიდ ადრონულ კოლაიდერზე მუშაობენ, ამით დაკმაყოფილებას არ აპირებენ. ისინი ჰიგსის გამოვლენას დაშლის უფრო იშვიათ ვარიანტებშიც ეძებენ. მათში, ჰიგსის სიგნალის დასანახავად საჭირო მგრძნობელობა ძალიან დაბალია, თუმცა ასეთი ძებნა სტანდარტული მნიშვნელობებიდან შესაძლო გადახრებს(ახალი ფიზიკის ზოგიერთი მოდელების ჩარჩოებში) მაინც შეზღუდავს.
 ახლახანს arXiv:1307.5515-ზე კოლაბორაცია CMS-ის ანგარიში გამოქვეყნდა, ჰიგსის ბოზონის Z-ბოზონად და ფოტონად დაშლის შესახებ. ძებნა, ბოზონის 120-დან 160-მდე გევ. მასების ფარგლებში ხდებოდა, პროტონების შეჯახებათა დღეისათვის დაგროვილი მთლიანი სტატისტიკის გამოყენებით. სტანდარტული მოდელის ჩარჩოებში ამის ალბათობა(Z-ბოზონის შემდგომ მიუონურ და ელექტრონ-პოზიტრონულ წყვილებად დაშლის გათვალისწინებით) მცირეა. ეს ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ დღევანდელი სტატისტიკით ამ დაშლაში ჰიგსის ”სტანდარტული” ბოზონი გამოვლინდეს.
 CMS-მა სიგნალი მართლაც ვერ აღმოაჩინა – ის რამდენიმე ათეული მოვლენა, რომელბმაც შერჩევის ყველანაირი სტადიები გაიარეს, ფონური პროცესებითაც კარგად აღიწერებოდნენ. შედეგად კოლაბორაციამ ამ პროცესის ინტენსიურობის ზედა ზღვარი მიიღო: თუ ასეთი დაშლა მართლაც ხდება, ის არა უმეტეს 4-ჯერ ხშირად ხდება, ვიდრე თეორიული მოლოდინები სტანდარტული ბოზონისთვის.
სტატისტიკის შემდგომი დაგროვებით ეს ზღვარი შეცმირებას დაიწყებს. როცა მონაცემთა მოცულობა ახლანდელს 100-ჯერ გადააჭარბებს, ხსენებული დაშლაც უფრო შესამჩნევი გახდება. სვარაუდოდ ეს, კოლაიდერის მუშაობის მხოლოდ მეორე ფაზის ბოლოს მოხდება(2018-2020 წლებში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.