მზის აქტიურობის კავშირი იუპიტერთან

 დიუქის უნივერსიტეტის(ა.შ.შ.) ასტრონომებმა მზიური გამოსხივების ნაკადსა და ორბიტაზე დედამიწის მდებარეობას შორის არსებულ კორელაციაზე გააკეთეს განცხადება(Astrophysics and Space Science). მეცნიერება შეისწავლეს მონაცემები მზის გამოსხივების შესახებ, რომელიც 1978 წლიდან დაგროვდა. კარგად ცნობილი მზის აქტიურობის ციკლთან ერთად მათ, 1,09 წლიანი ციკლიც გამოავლინეს. ეს პერიოდი, როგორც მზის სისტემის პლანეტების ადგილმდებარეობების შესახებ ინფორმაციასთან შედარებამ აჩვენა, დედამიწისა და იუპიტერის ორბიტალური მოძრაობების თავისებურებებს ემთხვევა. სწორედ 1,09 წლიანი პერიოდით, დედამიწა, მზესა და პლანეტა-გიგანტის შემაერთებელ ხაზზე ხვდება. თანამგზავრები, რომლებიც მზიური რადიაციის დონეს ზომავს, გეოცენტრულ ორბიტაზეა და ისინი ფაქტიურად მზის არა მთლიან აქტიურობას, არამედ ჩვენი პლანეტისკენ მომართულ გამოსხივებას გვიჩვენებს. როცა ეს მიმართულება იუპიტერის მიმართულებას ემთხვეოდა, მოწყობილობა ნაკადის მაღალ საშუალო მონაცემს აფიქსირებდა, ვიდრე სხვა დროს. მეცნიერები აღმოჩენილი ეფექტის შესახებ სიფრთხილით საუბრობენ, რადგან ლაპარაკია მოვლენაზე, რომელიც ჯერჯერობით სხვა ვარსკვლავებთან არ აღმოუჩენიათ. თეორიულად, პლანეტა-გიგანტების გრავიტაციული და მაგნიტური ველი, ვარსკვლავზე ზეგავლენას უნდა ახდენდეს, თუმცა პრაქტიკულად ეს ეფექტები უკიდურესად სუსტია. 2012 წელს, მეცნიერთა სხვა ჯგუფის მიერ წარმოდგენილ ნაშრომში ნაჩვენებია, რომ ასეთი ზემოქმედება ე.წ. ცხელი იუპიტერების(ვარსკვლავთან ძალიან ახლოს მდებარე გაზის გიგანტები) შემთხვევაშიც არ არის გამოვლენილი.

 მზის აქტიურობის ცვლილება პლანეტების გამო, ორი მექანიზმის ხარჯზე ხდება. გრავიტაციულ ზემოქმედებას ვარსკვლავის შიგა ნაწილის დეფორმირება შეუძლია(მთვარის მიერ გამოწვეული მოქცევა-მიქცევების მსგავსად(1)). პლანეტათა მაგნიტური ველი ვარსკვლავისას შეიძლება შეერიოს, რაც თავის მხრივ, პლაზმის(ნაწილაკების ნაკადი) მოძრაობაზე აისახება. ეს ორი მექანიზმი რაიმე პრინციპულად ახალ ფიზიკურ ურთიერთქმედებებს არ მოითხოვს, თუმცა ეფექტი, უმნიშვნელო იქნება ციური სხეულების მასათა უთანასწორობის გამო(ვარსკვლავი პლანეტებზე გაცილებით მასიურია). მზე, იუპიტერზე ათასჯერ უფრო მეტად მასიურია, მათ შორის მანძილი კი 750 მილიონ კილომეტრს შეადგენს(დედამიწა-მთვარეს შორის თითქმის 400 000 კმ.)(აქტიური მზე; ეკზოპლანეტა თავისი ვარსკვლავის ელვარებაზე გრავიტაციით ზემოქმედებს).

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.