მარსის სამხრეთ ნახევარსფეროში არსებული ახალი კრატერის ანალიზი გვიჩვენებს: არც თუ ისე დიდი ხნის წინათ მასში თხევადი წყლის ნაკადები ჩაედინებოდნენ. თუ წითელი პლანეტა მილიარდობით წლის წინათ გაცივდა, საიდან მასზე ზედაპირსზედა წყალსატევები?
ანდრეას იუნსსონი და მისი კოლეგები, გოთებორგის უნივერსიტეტიდან(შვედეთი), ამტკიცებენ, რომ მათი აღმონაჩენი, მარსზე არც თუ ისე დიდი ხნის წინანდელ თხევადი წყლის ნაკადების არსებობაზე მეტყველებენ. ამ დასკვნამდე პლანეტის სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარე ახალგაზრდა კრატერის შესწავლით მივიდნენ, რომელიც წყლით ჩამონარეცხი ღარებისა და ერთმანეთზე ფენებად დადებული ჩამონარეცხი მასალის კვლებს ინახავს, რაც მძლავრი ნაკადბისთვის არის დამახასიათებელი(“თხევადი ქვიშა” მარსზე).
ზემოთ: ნაშალი ქანების ნაკადთა კვლები მარსზე; ქვემოთ: შპიცბერგენზე(დედამიწა). ადვილი შესამჩნევია, რომ, საწყის პირობებს შორის დიდი განსხვავებულობის მიუხედავად(გრავიტაციის ჩათვლით), ამ მოვლენებს ერთნაირი კვლები აქვთ(NASA, JPL, HiRISE).
წყალი, რომელსაც კლდის ნამსხვრევები და მთის ქანები მიაქვს, ხშირად იმდენ მყარ ჩანართს აგროვებს, რომ ე.წ. კლასტური ნაკადი ჩნდება. მასალის შემცველობა მასში 2000 კგ/მ3 აღწევს, რაც ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებრივი წყლისთვის, ხოლო ხახუნი ოდნავ მეტი. საბოლოოდ, მათ ლანდშაფტის შეცვლა და ძალიან დიდ მანძილებზე გადაადგილება შეუძლიათ, ანუ აქვთ თვისებათა ერთობლიობა, რის გამოც გეოლოგიური თვასაზრისით უნიკალური კვლების დატოვება შეუძლიათ. იქ, სადაც ნაკადი ჩერდება, მცირე სიმაღლის დამბის მაგვარი წარმონქმნები ჩნდებიან, რომელთა ამოცნობა 5000 წლის მერეც არის შესაძლებელი.
ხსენებულ კრატერში ნანახი კვლები სკანდინავიელი მენციერების მიერ შპიცბერგენზე ადრე შესწავლილ კლასტურ ნაკადებს ძალიან ჰგვანან. გარდა ამისა, ისევე როგორც დედამიწისეულ არქიპელაგზე, მარსული ნაკადების კვლებიც არც თუ ისე დიდი ხნის წინათ გაჩნდნენ. ყველა შეფასების მიხედვით დახლოებით 200 000 წელი, ანუ ბოლო მარსული გამყინვარების პერიოდის მერე, რომელიც 400 000 წლის წინ დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ჰიპოთეზა მყინვართა უეცარი დნობის შესახებ მკვეთრი სეზონური განთებულობის რყევების გამო, პლანეტის ღერძის დახრილობის პერიოდული ცვლილებებით, უკვე გამოითქვა – მაგალითად, ეკზოპლანეტების მიმართ. მისი ავტორები, გამოთვალეს რა სიცოცხლისათვის თავსებადი ზონის ზომა პლანეტის ქაოტურად ცვლადი დახრილობის ღერძით, დაასკვნეს, რომ მყინვარების პერიოდული დნობის გამო მათი სასიცოცხლო ზონა დიდია, ვიდრე დედამიწისმაგვარი ჩვეულებრივი პლანეტებისა, ბრუნვის ღერძის მცირე დახრილობით. ასეთი სხეულისთვის, დედამიწისმაგვარი ატმოსფეროთი, მზის სისტემაში სასიცოცხლო ზონა 2,79 ასტრონომიულ ერთეულამდე შეიძლება იყოს გადაჭიმული, მაშინ როცა მარსის ორბიტა მზიდან 1,56 ა.ე-ს მანძილზე მდებარეობს(საზღვრებში მოქცეული სიცოცხლე).
როგორც არ უნდა იყოს, დასკვნები მარსის სისტემატიური მთლიანი გადნობების შესახებ, დაფუძნებული მხოლოდ ბრუნვის ღერძის დახრილობის მკვეთრ ცვლილებებზე, ნაადრევია. იქაური ატმოსფრო ძალიან თხელია და ღერძის ”თავდაყირა” გადასვლებიც კი ვერ შეძლებენ წყალსატევების თხევად მდგომარეობაში შენარჩუნებას(როგორი იყო მარსის ატმოსფერო წარსულში; რამ შეჭამა მარსის ატმოსფერო?). რაც მთავარია, ძალიან მცირ რაოდენობის მონაცემები არსებობს მარსის გვიანდელი გეოლოგიის შესახებ და მხოლოდ დამატებითი ინფორმაციის მიღების მერე იქნება შესაძლებელი შეფასდეს, შეეძლო თუ არა თხევადი წყალსატევების გაჩენა ბრუნვის ღერძის დახრილობის პერიოდულ ცვლილებებს მზიდან მეოთხე პლანეტაზე(წყალი მარსზე; მშრალი ყინულისგან გაჩენილი ზოლები მარსზე).