თქვენი სახლი კოსმოსური მტვრით არის სავსე

 კვლევების მიხედვით, მტვრის 10 პროცენტი, რომელსაც ყოველკვირეულად სახლის დალაგებით ვებრძვით, კომეტებისა და ასტეორიდების ნაწილაკებია. მისი შემადგენელის ძირითდი ნაწილი იუპიტრის ოჯახის კომეტებზე მოდის. ეს ყინულისა და მტვრისაგან შემდგარი ობიექტები მზის გარშემო, იუპიტერის მახლობლად მოძრაობენ. სავარაუდოდ, ეს კომეტები მზის სისტემის შიგა რაიონებში, ნეპტუნის ორბიტის იქეთ მდებარე კოიპერის სარტყელიდან მოხვდა, სხვა კომეტებთან შეჯახებების გამო (მოკლედ მზის სისტემის შესახებ).

 დედამიწაზე მტვრის ცვენა მეტეორულმა წვიმებმაც შეიძლება გამოიწვიოს. მაგალითად, ყოველწლიურ ნაკადებს – პერსეიდები და ლეონიდები, მაშინ ვხედავთ, როცა დედამიწა სვიფტ-ტუტლისა და ტემპლ-ტუტლის კომეტებისს მტვროვან ნარჩენებში შედის. კომეტური მტვერი ძალიან მაღალი სიჩქარით მოძრაობს, ზოგჯერ 150 000 კილომეტრი საათში. მათ მოძრაობას ატმოსფერო ანელებს, ხახუნის ძალა ისეთი ძლიერია, რომ ნაწილაკები წვას იწყებს (მეტეორიტული კვამლი: ღრუბლიანი გამოცანა).

 ნასა კოსმოსური მტვრის შესაგროვებლად საჰაერო ხომალდ ER2 (სადაზვერვო თვითმფრინავი U2-ის გადაკეთებული ვერსია. სამგზავრო თვითმფრინავებზე ორჯერ მაღლა დაფრინავს)-ს რეგულარულად იყენებს. შეგროვებული მტვრის ნაწილაკები მეცნიერებს კომეტების შერჩევითი შესწავლის საუკეთესო საშუალებას აძლევს. ER2-ით მტვრის შეგროვება ნიმუშების მიღების ყველაზე უფრო იაფი ვარიანტია, კომეტებთან კოსმოსური ხომალდების გაშვებასთან შედარებით (კომეტებზე მონადირენი; Stardust; მისია ”ჰაიაბუსა”).

 კომეტები პირველად მტვერს შეიცავს, რომლისგანაც მზის სისტემა წარმოიქმნა. მზიდან შორს მდებარე რეგიონები თავისებური მაცივრებია, სადაც მილიარდობით წლის ასაკის პირველადი მტვერია თავმოყრილი.

 ორგანული ნაერთები, ნახშირბად-წყალბადის კავშირის მქონე კომპონენტებს შეიცავს, ისინი მთელს სამყაროშია მიმოფანტული. ერთ-ერთი ფუნდამენტური შეკითხვა კი სწორედ ამ ნაერთებს უკავშირდება: შეიძლება თუ არა მათზე სიცოცხლის აღმოცენება? ჯერ კიდევ უცნობია, როგორ გაჩნდა დედამიწაზე სიცოცხლე (ისევ სიცოცხლის წარმომავლობის შესახებ). თუ ის პირველადი ორგანული ნაერთებისგან გაჩნდა, მაშინ კომეტები და ასტეროიდები შეიძლება მათი გადამტანები იყოს. იგივე ეხება წყალსაც. როგორ მოხვდა ეს უკანასკნელი დედამიწაზე, ასევე კომეტებისა და ასტეროიდების შესწავლით უნდა დადგინდეს (წყლის ერთი წყარო; “მიწიერი” წყალი კომეტაზე; მეტეორიტების ქიმიურმა მრავალფეროვნებამ მეცნიერები გააკვირა; ასტრონომებმა ორგანული ნაერთების ასტეროიდებზე ჩამოყალიბების უარყოფილი ჰიპოთეზის რეამინაცია მოახდინეს; ამინომჟავების კოსმოსური ”ფაბრიკა”; ადგილობრივი წარმომავლობა გამოირიცხოს…).

 პროფესორი ნატალი სტარკი, წყალბადის, ნახშირბადის, აზოტისა და ჟანგბადის სხვადასხვა კავშირებს იკვლევდა, ნიმუშებში, რომლებიც ნასამ შეაგროვა. ამ კომპონენტებს შორის არსებული კავშირები მზის მიმართ მათი ჩამოყალიბების შესახებ იძლევიან ინფორმაციას, ანუ კომეტის შესახებც. მაგალითად, გადაიტანა თუ არა ოდესმე მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება, ანუ იმოგაზურა თუ არა მზესთან ახლოს. სად და როდის ჩამოყალიბდა სისტემის პლანეტები, როგორ შეიძლება საერთო სურათში წყლისა და ორგანული ნივთიერებების ჩასმა და ა.შ. (კომეტები; ასტეროიდები; უცხო კომეტები; უცხო სიცოცხლე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.