დოგონები

 დედამიწაზე, იდუმალებით მოცული მცირერიცხოვანი ეთნოსები, რომელთა მემკვიდრეობა კაცობრიობის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, ყოველთვის არსებობდა და ახლაც არსებობს,  – შუმერები, ეგვიპტელები, აცტეკები, მაია და უმრავლესობისთვის არც თუ ისე კარგად ცნობილი – დოგონები.

 ამ ხალხებს ბევრი რამ აერთიანებს, განსაკუთრებით, უეცარი გამოჩენისა და გაქრობის ფენომენი. მათ შორის, ყველაზე უფრო გამორჩეულ მაგალითად, მაიასა და დღევანდელ დღესაც შემორჩენილი აფრკელი დოგონების ტომი შეიძლება გამოვყოთ.

 ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, მეცნიერები მარტო ერთ რამეზე თანხმდებიან: ზუსტად ვერავინ იტყვის, საიდან მოვიდნენ დოგონები. ზოგიერთი, ”არსაიდან” მოსულებს უწოდებს მათ, ზოგიც, ეგვიპტური ცივილიზაციის ცალკეულ ტოტად თვლის.

 ვინ ვართ? საიდან მოვედით? საით მივდივართ?, რაც უფრო მეტს ვგებულობთ ჩვენი სამყაროს შესახებ, მით უფრო მეტი შეკითხვა გვიჩნდება. ძველები, ხელს ცისკენ გაიშვერენ და იტყვიან – ჩვენ, ამ ვარსკვლავდიან მოვედით.

 თუ ფიქრობთ, რომ ასეთი ”ოპტიმისტებიდან” აღარავინ დარჩა, ცდებით. არსებობს პატარა, სულ 200 ათასიანი აფრიკული ტომი, ან როგორც მეცნიერები იტყვიან, მინი-ეთნოსი – დოგონები. თვითმყოფადობის შენარჩუნება მათ, დანარჩენი სამყაროსგან საუკუნეების განმავლობაში იზოლირებულად ცხოვრებით შეძლეს.

 მას შემდეგ, რაც 1931 წელს ისინი ფრანგმა ანთროპოლოგებმა, მარსელ გრიოლმა და ჟერმენ დეტერლენმა შემთხვევით ”აღმოაჩინეს”, დოგონებისადმი ინტერესი არა მარტო ანთროპოლოგებს, არამედ ასტრონომებსაც გაუჩნდათ. გრიოლმა ათი წელი იცხოვრა მათთან ერთად და უხუცესების გადაწყვეტილებით, ქურუმის წოდებაც კი მიიღო.

 მითები, თიხის ქოხები, ფეხებზე მიმაგრებული ჯოხებით ცეკვა, ფეტვის ნათესები, რიტუალური, მასობრივი სამარხები გამოქვაბულებში – სხვებისგან ბევრი არაფრით განსხვავებული პრიმიტიული კულტურა. გროილის ნაშრომებში სენსაციური თითქოს არაფერი იყო, სანამ მათ, ინგლისელი ასტრონომი მაკგრი გაეცნობოდა, რის მერეც დოგონებისადმი მიდგომა ძირფესვიანად შეიცვალა. სირიუსის სისტემის მეორე ვარსკვლავის შესახებ ინფორმაცია არქეოლოგსა და ეთნოგრაფს ვერაფერს ეტყოდა. სირიუსი В, 1862 წელს აღმოაჩინეს და მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინა წლებში გაირკვა, რომ მას მაღალი სიმკვრივე აქვს და თეთრი ჯუჯების კლასს ეკუთვნის(ჩანდრასეკარის ზღვარი).

 კიდევ უფრო თუ ჩავუღრმავდებით, გავიგებთ, რომ სპირალური ”ნისლეულების” პირველი ჩანახატები როსმა XIX საუკუნის შუა წლებში გააკეთა… 1924 წელს ედუინ ჰაბლმა დაამტკიცა, რომ ეს ნისლეულები კიარა, ცალკეული გალაქტიკებია(ჰაბლის კანონი). ჩვენი გალქტიკის ბრუნვის ამბავი 1927 წელს გაირკვა, ხოლო მისი სპირალური ფრომა – 1950 წელს… საკმაოდ საინტერესო ინფორმაციაა, ბევრმა ეს ყველაფერი ჩვენს დროშიც არ იცის, დოგონებმა კი რატომღაც, იციან და ეს, მისტიფიკაცია არ არის. XIII საუკუნის დასაწყისში, პლატო ბანდიგარაზე მოსული დოგონების საიდუმლო გამოქვაბულის კედლებზე, 700 წლის წინათ შექმნილი ნახატებია დატანილი, კიდევ უფრო ღმად შესვლის უფლება არავის აქვს, მას ყველასაგან პატივცემული წმინდანი იცავს. ყველა მასზე ზრუნავს, აჭმევენ, ასმევენ, ოღონდ ხელის შეხების უფლებაც კი არა აქვთ. სიკვდილის მერე, მის ადგილს სხვა წმინდანი იკავებს და ა.შ. საინტერსოა, რას საიდულოებებს დარაჯობს იგი? უჩვეულო არაფერი იქნებოდა, რომ არა ნახატი, ჩვენი მზისა და სირიუსის სისტემის შემაერთებელი სწორი ხაზით, თან არა მარტო ამ სისტემის მთავარი ვარსკვლავის(სირიუსი А) გამოსახულებით.

 აღსანიშნავია, რომ დოგონები აფრიკის იმ ნაწილში ცხოვრობენ, რომლის ცაზე სირიუსი რამდენიმე თვის განმავლობაში საერთოდ არ ჩანს. ელვარე სირიუსი ჰორიზონტის თავზე 23 ივლისის დილას ჩნდება, ზუსტად აღმოსავლეთით, მზის ამოსვლამდე 60 წამით ადრე. ამის მერე კი ისევ უხილავი ხდება.  რა ნახეს დოგონებმა ამ ძნელად დასანახავ ვარსკვლავში?

 უფრო მეტიც, დოგონები იმასაც გეტყვიან, რომ სირიუსი А-სთან კიდევ ერთი ვარსკვლავიც მდებარეობს, რომელსაც პატარა ტელესკოპითაც ვერ დაინახავ. პო ტოლო(სირიუსი В), დოგონების თქმით, ძალიან ძველი და პატარა ვარსკვლავია, შედგება, როგორც თვითონ უწოდებენ, ”სამყაროს ყველაზე უფრო მძიმე მასალისგან”: სიმკვრივით 1,5 მილიონი ტონა კუბურ სანტიმეტრზე. ისინი ამბობენ, რომ ეს პატარა ვარსკვლავი, სირიუსის გარშემო ერთ სრულ ბრუნს 50 წლის განმავლობაში აკეთებს(დღევანდელი მონაცემებით ეს ცდომილება 0,1 წელიწადს უტოლება). შეუიარაღებლი თვალით, ვერც დოგონებითვის ცნობილ ოთხ იუპიტერისეულ თანამგზავრს დაინახავ(საინტერესო ფაქტები იუპიტერსა და მის თანამოძმეებზე). ასტრონომიულ ცოდნას ვერც ძველეგვიპტელი ქურუმებისგან მიიღებდნენ, ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში მომხდარი სირიუსი В-ს აფეთქების შესახებ არც მათ იცოდნენ რამე, რადგან მათი ცივილიზაცია გაცილებით ადრე დაეცა. დოგონებისეულ მითოლოგიაში ხსენებული აფეთქების მომენტი უმთავრეს ადგილს იკავებს. რაც შეეხება წარმოდგენებს თეთრი ჯუჯების ზემკვრივი მატერიის შესახებ, ეს წარმოდგენები ყველაზე უფრო თანამდროვე იდეებს ეფუძნება.

 დოგონებმა, სირიუსის სისტემის მესამე ვარსკვლავის შესახებაც იციან – სირიუსი С, ემმე იჰა, რომელიც 1970 წელს იქნა აღმოჩენილი. იცნობენ ნეპტუნს, ურანსა და პლუტონს, იციან როგორ გამოიყურება ისინი, ახლოდან შეხედვა რომ შეგვძლებოდა. ვარსკვლავებისგან შედმგარი სპირალური სისტემები(გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები), დედამიწისა და მზის ბრუნვა თავიანთი ღერძისა და ერმთანეთის გარშემო, 365 დღე-ღამიანი წელიწადი, 12 თვით და ა.შ. ისიც, რომ მთვარე, უწყლო და მკვდარი სხეულია(მზის დგომა, თანაბარდღეობა და სეზონების ცვლილება).

 უხუცესების თქმით, ეს ყველაფერი მათ, სირიუსის სისტემიდან, ”კიდობნისმაგავრი” ხომალდით მოფრენილმა ნომომ ასწავლა. ნომოს მოსვლის ამბავი გამოქვაბულის კედლებზეა აღბეჭდილი, თუმცა, ისიც კარგადაა ცნობილი, რომ ეს ნახატები დოგონებს არ ეკუთვნის, ისინი აქ სამი საუკუნის წინათ მოვიდნენ, ნახატები კი 700 წლის წინანდელია. არის სხვა, უფრო ძველი გამოქვაბულიც, რაღაც ”მატერიალური მტკიცებულებებით”, რომელში შესვლის უფლებას აბორიგენები, ღმერთების მეორედ მოსვლამდე არავის მისცემენ.

 დაინტერესდნენ რა დოგონებით, მეცნიერებმა ასევე გაიგეს, რომ სირიუსის გარდა, წერა-კითხვის არ მქონე ხალხს, მოლეკულურ ბიოლოგიაზე, ატომურ ფიზიკასა(მოკლედ ელემენტარული ნაწილაკების შესახებ) და მეცნიერების სხვა დარგებზეც აქვთ გარკვეული წარმოდგენა, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ცოდნას ვერაფერში იყენებენ. მაშინ, რა საჭიროა ამ ყველაფრის ცოდნა(კოლაფსი ყველა კვალს წაშლის)?

 ”ყველაფრის წინაპირობა, სიცარიელეში მყოფი ამმა იყო… ამმამ სამყაროს კვერცხი გატეხა და გარეთ გამოვიდა, გაჩნდა მბრუნავი მორევი… სპირალიდან გაჩნდა იჰალა(აბსტრაქტულიდან გადასვლა კონკრეტულში), რომელიც კვერცხის შიგნით ბრუნავდა და სამყარო გაფართოებამდე მიიყვანა”(მოკლედ დიდი აფეთქების შესახებ; შუა საუკუნეების მულტისამყაროს შესახებ; ადრეული სამყაროს კვანტური ”ტორნადოები”).

 რას ამბობენ ”ინფორმაციის მატარებლები” თვითონ, საიდან ასეთი რამეების ცოდნა? კლდეზე გამოსახულ მფრინავ თეფშს ვერც ამ შემთხვევაში ავცდით. შემდეგ, მასში მყოფ არსებებს, რომლებიც დიდ ორმოს თხრიან, წყლით ავსებენ და მასში გადადიან. ”ტრადიციული” მფრინავი თეფშისაგან განსხვავებით, ეს არსებები მწვანე კაცუნებს საერთოდაც არ ჰგავნან, უფრო, თევზკაცა ამფიბიები არიან(ამო კაცობრიობის ისტორიაში).

 ნაცნობი სცენარია, ვარსკვლავურ წარმომავლობას მსოფლიოს რომელი ერი არ იჩემებს. თუმცა, დოგონები სხვებზე ადრე იყენებდნენ შრომის იარაღებს, ჰქონდათ ქვისა თუ ძვლისგან დამზადებული ნაკეთობები. ზოგიერთი ნივთის ასაკი 4000 წელსაც კი აჭარბებს!


დოგონები ასრულებენ რიტუალს, რომელიც მაღალი აღნაგობის სირიუსელ უცხოპლანეტელებს ეძღვნება.

 სკეპტიკოსთა აზრით, დოგონები, წინა საუკუნის 20-იან წლებში, მალიში ჩასულმა მისიონერებმა გაანათლეს. ნახატები კი ძველია, თუმცა დამთხვევები სრული შემთხვევითობაა და სხვა არაფერი. ეს რომ ასეც იყოს, XX საუკუნის დასაწყისის დროინდელმა ქრისტესმიერმა ძმებმა არც მზის სიტემის შორეულ პლანეტებზე იცოდნენ რამე და მით უმეტეს, სირიუსის სისტემაზე. დოგონებისეულ რელიქვიებზე, ყველა ასტრონომიული მოვლენის აღმნიშვნელი რიტუალების კვალი მეთორმეტე საუკუნემდე პერიოდსაც კი სცილდება.

 გერმანელი მენციერი დითერ გერმანი, კოსმოსის შესახებ ცოდნის დოგონებისეულ სიტუაციას ”იუმედო შემთხვევას” უწოდებს: შეუძლებელია ვერსიების ერთმნიშვნელოვანი უარყოფა ან მტკიცება.

 რობერტ თემფლი, რომელმაც დოგონებს წიგნი მიუძღვნა, ასეთი სიტყვებით ასრულებს მას: ”მე დავასაბუთე, რომ დოგონების ცოდნა, შორეული წარსულიდან მოდის. დინასტიებამდელი ეგვიპტის დროიდან, ანუ ჩვენს ერამდე 3200 წლიდან Х წლამდე”(თანამედროვე ასტროფიზიკის 10 ცნება; ძველი ცივილიზაციები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.