ამო კაცობრიობის ისტორიაში

 ანტიკური პერიოდიდან დაწყებული დღემდე, ამოუცნობი მფრინავი ობიექტების(ამო) აღწერილობა არ იცვლება. მათ ბუნებრივ მოვლენებს მიაწერენ, თუმცა ჯერჯერობით აუხსნელს. კვლევაში, რომელიც რიჩარდ სთოზერსმა ჩაატარა(NASA) ნათქვამია:”არსებობენ მტკიცებულებები, რომლებიც ფენომენად იქცნენ, მათ სხვადახვა დროისა და კულტურის ხალხები აღნუსხავდნენ”.

 სთოზერსმა(1939-2009) მეცნიერული ხარისხი მათემატიკაში პრინსთონის უნივერსიტეტში მიიღო, დოქტორის ხარისხი ჰარვარდში, იყო გოდარდის(NASA) კოსმოსური მოვლენების ინსტიტუტის მუდმივი წევრი.

 წარმოგიდგენთ ნაწყვეტებს, რომლებზეც სთოზერსი 2007 წელს თავის მოხსენებაში წერდა.

 ციური ეტლები

 65 წელი, იოსებ ფლავიუსი(wiki) იუდეას თავზე მომხდარი უჩვეულო მოვლენის შესახებ წერს: ”რასაც მე ვამბობ, გამონაგონი შეიძლებოდა გგონებოდათ, რომ არა სხვა თვითმხილველთა მონათხრობიც. მზის ჩასვლის წინ ცაში ხმაური გაისმა, მთელი ქვეყნის ქალაქების თავზე მფრინავი ეტლები და შეიარაღებული არმია მოძრაობდნენ”.

 არცერთ ბუნებრივ მოლენას ეს არ ჰგავს, თვლის სთოზერსი.

 ათასობით რომაელმა მებრძოლმა ამო დაინახა?

 პლუტარქე აღწერს მოვლენას, რომელიც უამრავმა ადამიანმა ნახა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 74 წელს, რომაელთა არმია(თანამდეროვე თურქეთის ტერიტორია) მეფე მიტრიდატე VI-ეს არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად მიემართებოდა.

 ”ამინდი არ იცვლებოდა, თუმცა უეცრად ცა გაიხსნა და ორ არმიას შორის უზარმაზარი ცეცხლოვანი სხეული ჩამოვარდა. ფორმით ღვინის დოქს ჰგავდა, ფერით კი გამდნარ ვერცხლს. სანახაობამ ორივე არმია გააოგნა”. როგორ დასრულდა ეს ამბავი პლუტარქე არაფერს ამბობს.

 ჩამოვარდნილ მეტეორიტებს შავი ფერი აქვთ, არა ვერცხლის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს არ იყო მეტეორიტი. მისგან რამე რომ დარჩენილიყო მაშინვე საკულტო ობიექტად აქცევდნენ, რადგან ფრიგიაში მეტეორტიების თაყვანისცემის უძველესი ტრადიცია არსებობდა. თუმცა უფრო გვიანდელ ჩანაწერებში ფრიგიულ მეტეორიტებზე არაფერია ნათქვამი – ამბობს სთოზერსი.

 რა თქმა უნდა, ამო შეიძლება ბოლიდი იყო, კაშკაშა მეტეორიტი, რომელიც ხშირად ფეთქდება კიდეც.

 პუნიკური ომი რომში

 მეორე პუნიკური ომის(wiki) დროინდელ(218-201 წ. ჩვ.წ. აღ-მდე) ლივიუსის სასწაულთა ჩანაწერში ბევრი უჩვეულო მოვლენის აღწერა მოიძებნება. წყაროდ სთოზერსს ერთ-ერთი რომის პაპის პუბლიკაცია Annales Maximi მოჰყავს. ის ზუსტ და საიმედო წყაროდ ითვლება, რადგან გამოცემამდე ხელნაწერების ხანგრძლივი და დეტალური გადამოწმება ხდებოდა.

 რომი, ჩვენს ერამდე 218 წლის ზამთარი:”ცაში ხომალდები(navium) ბრწყინავდნენ”.

 ჩვენს ერამდე 218 წელი:”ცაში მრგვალი ფარები გამოჩნდნენ”.

 ჩვენს ერამდე 173 წელი:”ლანუვიას ცაში ხომალდების არმადა გამონდა”.

 რომაელები ამო-დ ღრუბლებს არ ჩათვლიდნენ, რადგან კარგად იცნობდნენ მათ ბუნებას, ამბობს სთოზერსი. ეს არც ცრუ მზე იქნებოდა, რომელსაც ისინი ”ორმაგ(სამმაგ) მზეს” უწოდებდნენ.

 ანგელოზის თმები

 ამო-ს შესახებ თანამედროვე მოწმობებში ხშირად უცნაური სუბსტანციის შესახებ არის საუბარი, რომელსაც ამოუცნობი მფრინავი ობიექტები ტოვებენ. ანგელოზის თმებს ძველადაც ნახულობდნენ.

 196 წელს ისტორიკოსი დიონისე კასიუსი წერდა:”აგვისტოს თვეში ციდან წვრილი ვერცხლისფერი წვიმა მოვიდა. როგორ ცვიოდნენ ციდან არ მინახავს, მხოლოდ მერე შევამჩნიე. რამდენიმე დღე წვეთები უცვლელად გამოიყურებოდნენ, თუმცა მეოთხე დღეს უკვალოდ გაქრნენ”.

 ”ცარცის წვიმა” კალასში ჩვენს ერამდე 214 წელს მოვიდა, ხოლო რომში ჩვენს ერამდე 98 წელს.

 პილოტირებული ამო

 რომის პაპის პიიუს I-ის ძმა, ალბათ, ამო-ს ერთად-ერთი მოწმე იყო ვია კამპანასთან, იტალია, 150 წელი. ”მზიან დღეს კერამიკის მაგვარი ურჩხული ზომით 30 მეტრი, სხვადასხვა ფერებით თავზე, ცეცხლოვანი სხივების ფრქვევით, მტვრის ღრუბლით მოცული, დედამიწაზე დაეშვა, თეთრებში ჩაცმული არსების თანხლებით”.

 სთოზერსი ასკვნის: ”ძველი დროიდან დღემდე ამო-ს შესახებ დაგროვებულ უამრავ ჩანაწერებში ცაში დანახულ ამო-ებზეა საუბარი, რომელთა უმრავლესობა ნაწილობრივ მაინც შეიძლება აიხსნას, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ყურადღებას ნამდვილად იმსახურებენ. ფენომენის ასახსნელად, რომელიც ასეულობით წლების მანძილზე რეგულარულად დაიმზირება, ყველა თეორიის განხილვა უნდა მოხდეს”(ანომალური მოვლენები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.