პირველი ზემძლავრი გამა-პულსარი გალაქტიკის გარეთ

 კოსმოსური გამა-ტელესკოპის საშუალებით – „ფერმი“, გამა-გამოსხივების წარმოუდგენლად ძლიერი სხივი იქნა აღმოჩენილი, რომელიც შუქურას სინათლის მსგავსად ირმის ნახტომის მეზობელი გალაქტიკიდან ამოდის. ეს არის პირველი გამა-პულსარი, რომელიც ჩვენი გალაქტიკის გარეთ იქნა აღმოჩენილი.

fermi ilustracia პულსარები, ძალიან მაღალი სიჩქარით მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავებია. ნეიტრონული ვარსკვლავი კი, თავის მხრივ, უკიდურესად მკვრივი, დეგენერირებული მატერიისგან შემდგარი ნარჩენია მასიური ვარსკვლავისა, რომელიც თერმობირთვული საწვავის ამოიწურვის გამო ზლიერ შეიკუმშა და ზეახლად აფეთქდა.

 აფეთქების მერე, წინამორბედი ვარსკვლავის მთელი მაგნიტური ველი, ნეიტრონულ ვარსკვლავშია თავმოყრილი, რომლის ზომა არაფერია წინამორბედის ზომასთან და რამდენიმე ათეულ კილომეტრს უტოლდება. ასეთი ინტენსიური მაგნეტიზმი და ძლიერი გრავიტაცია, ნეიტრონული ვარსკვლავის გარშემო განსაკუთრებულ ფიზიკურ პირობებს ქმნის, რომლის გამოვლინებაა ორი მაღალი ელვარების რადიო, რენტგენის ან გამა-გამოსხივების სხივი. იმის გამო, რომ პულსარი ბრუნავს, ის, როგორც საზღვაო შუქურას პროჟექტორი, კოსმოსურ სივრცეს ანათებს და ზოგჯერ დედამიწისკენაც არის ხილმე მომართული(სიახლე ზეელვარე ზეახლების შესახე).

httpv://youtu.be/mXzwtp-KaoI

 PSR J0540-6919-ად წოდებული პულსარი, ტარანტულის ნისლეულის სიღრმეებში მდებარეობს, რომელიც, თავის მხრივ, მაგელანის დიდი ნისლეულის ნაწილია. მაგელანის დიდი(163 ათასი სინათლის წელი) და პატარა(197 ათასი სინათლის წელი) ნისლეულები, ირმის  ნახტომის მეზობელი ჯუჯა გალაქტიკებია(ირმის ნახტომი ალყაშია).

 ტარანტულში ინტენსიური ვარსკვლავთ წარმომქმნელი პროცესები მიმდინარეობს(ყველაზე კაშკაშა და მძიმე ვარსკვლავი). ამ ნისლეულის სივრცეები გამა-გამოსიხვებით არის სავსე, რომლებსაც სწრაფად ევოლუციონირებადი მასიური ვარსკვლვების აფეთქებები წარმოქნის(როგორ კვდებიან ვარსკვლავები). გარდა ამისა, ზეახალთა აფეთქებებით გენერირებული დარტყმითი ტალღები ნისლეულის ღრუბლებს ეჯახება და თავიანთ ენერგიას მაღალენერგეტიკულ ნაწილაკებად და გამოსხივებად გარდაქმნის. ზოგიერთი ამ სხივთაგანი, ღრუბლების შემადგენელი მატერიის მიერ შთაინთქმება და მეორად გამა-გამოსხივებად გარდაიქმნება(დარტყმითი ტალღა SN 1987A-ში).

gama pulsari tarantulshi PSR J0540-6919

 ტარანტულის გამა-გამოსხივების ჭარბი რაოდენობა, რომლის წყარო დადუგენელი იყო, ორი პულსარის მიერ გენერირდება. ამ გამოსხივების 60%-კი PSR J0540-6919-ზე მოდის, რის გამოც ამ პულსარ „კოსმოსური ურჩხულიც“ შეგვიძლია ვუწოდოთ(ნეიტრონული ვარსკვლავების დიდი გაერთიანებამოულოდნელი ანთება კიბოს ნისლეულში და პულსარი გემინგა).

httpv://youtu.be/9yKJBBvgf7U

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.