გრავიტაციულ ტალღებს თეთრი ჯუჯების საშუალებით ეძებენ

 XX საუკუნის მეორე ნახევარში მწევარის თანავარსკვლავედში უცნაური ვარსკვლავი აღმოაჩინეს. წლების მერე გაირკვა, რომ ობიექტი სახელად AM CVn, სინამდვილეში ორმაგი ვარსკვლავია. ერთი ვარსკვლავი მეორეს გარშემო შემოვლას 18 წუთს ანდომებს, სავარაუდოდ, ისინი გრავიტაციული ტალღების გენერირებას უნდა ახდენდნენ – გამრუდებები დრო-სივრცეში, რომელსაც აინშტაინი წინასწარმეტყველებდა.

 ორმაგ სისტემაში ერთი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი მეორე ჯუჯას მატერიას პარავს. ასეთ სისტემებში წყვილება ერთმანეთის გარშემო ძალიან სწრაფად ბრუნავენ, ერთ საათზე მცირე დროში, ზოგიც 5 წუთში. შედარებისთვის, მზის სისტემის ყველაზე მოკლე პერიოდიანი პლანეტა მზის გარშემო ერთი ბრუნის გაკეთებას 88 დღე ანდომებს.

 მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სისტემების ასრებობის შესახებ მეცნიერებმა 50 წლის წინათაც იცოდნენ, ღიად რჩება კითხვა: როგორ გაცნდა სისტემა AM CVn? ახალი დაკვირვებებით ოპტიკურ და რენტგენის დიაპაზონებში ამ კითხვას პასუხი გაეცა. აღმოჩენილია ორმაგი ვარსკვლვური სისტემები, რომლებიც, როგორც მეცნიერები თვლიან, თავიანთი განვითარების პროცესში AM CVn-ს ტიპის სისტემად გადაიქცევიან.

 ორი ასეთი სისტემა – J0751 და J1741, რენტგენის დიაპაზონში ორბიტალური ”ჩანდრათი” და XMM-Newton-ით გამოიკვლიეს, ხოლო ხილულში 2,1 მეტრიანი მაკდონალდისა(ტეხასი) და 1 მეტრიანი ახალ ზელანდიური(Mt. John) ტელესკოპებით.

ormagi tetrebi gravit Ia ილუსტრაციაზე ნაჩვენებია, როგორები არიან ეს სისტემები და როგორებად შეიძლება გადაიქცნენ. ერთ თეთრ ჯუჯას(მარცხნივ) ხუთი და მეტი მზის მასა აქვს(რაც უფრო პატარაა თეთრი ჯუჯა მით უფრო მასიურია), მეორეს მზის მასის მეოთხედი(მარჯვნივ).

 ერთმანეთის გარშემო ბრუნვისას ჯუჯები გრავიტაციულ ტალღებს უშვებენ, რის გამოც მათი ორბიტების ზომები სულ უფრო მცირდება. საბოლოოდ მასიური თეთრი ჯუჯა უფრო დიდი ზომის მეზობლიდან მატრიის გადმოქაჩვას დაიწყებს, რითაც სისტემა AM CVn-ის ტიპისა გახდება. პროცესი მანას გარძელდება, სანამ მასიური მეზობელი თერმობირთვული აფეთქებისათვის საჭირო მასამდე არ დამძიმდება(ჩანდრასეკარის ზღვარი) – ეს დაახლოებით 100 მილიონი წლის მერე მოხდება.

 არსებობს ალბათობა იმისა, რომ თერმობირთვული აფეთქება ჯუჯას მთლიანად დაშლის, ანუ მოხდება Ia-ს ტიპის ზეახლის აფეთქება. თუმცა, სხვა ვარიანტი უფრო შესაძლებელია, როცა თერმობირთვული აფეთქება ზედაპირზე ხდება – ასეთი ანთების სიმძლავრე Ia-ას მეათედის ტოლი იქნება.

 მეცნიერებს AM CVn-ის ტიპის სისტემები პირველ რიგში იმიტომ აინტერესებთ, რომ ისინი გრავიატციული ტალღების წყარო შეიძლება იყვნენ. მეცნიერებისა და ინჟინრების მცდელობათა მიუხედადვად ტალღების აღმოჩენა ვერ ხერხდება(მეცნიერების თეთრი ლაქები – რა არის გრავიტაცია?; ვარსკვალური წყვილი გრავიტაციულ ტალღებს უშვებს; LARES-ი აინშტაინის ფარდობითობას კიდევ ერთხელ გადაამოწმებს; აინშტაინის რგოლი; ფარდობითობის თეორია; აინშტაინის თეორიების კიდევ ერთი მტკიცებულება; LISA ფინანსურ კრიზისს შეეწირა; სამყარო ჰოლოგრამაა?!; მეცნიერებმა დროის შენელება ლაბორატორიაში გაზომეს; გრავიტაცია).

2 comments

  1. გრავიტაციული ტალღები რა ბუნებისაა, როგორ წამოიქმნება და როგორ ვრცელდება სივრცეში ?

  2. ეგ რომ ვიცოდე ნობელის პრემია გარანტირებული მაქვს;) იხილე ”გრავიტაცია”.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.