ბაპტისტინას(Baptistina) დინოზავრები არ დაუხოცია

ასტრონომები დინოზავრების დახოცვაში ბაპტისტინას აღარ ადანაშაულებენ. მათი ნამუშევარი ჟურნალ The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა, მოკლედ კი ამის შესახებ რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის საიტზე დაიწერა.

 

ყველაზე ცხელი პლანეტა

  ვარსკვლავი სახელად WASP-33 მზეზე უფრო ცხელი და მასიურია. იგი დედამიწიდან 378 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს ანდრომედას თანავარსკვლავედში. პლანეტა WASP-33b ჯერ კიდევ 2006 წელს აღმოაჩინეს ტრანზიტული მეთოდით(თავისი ვარსკვლავის წინ გავლა). ასტრონომთა შეფასებით მისი მასა იუპიტერის მასაზე 4-ჯერ მეტია. თავისი ვარსკვლავის ორბიტაზე ერთ სრულ ბრუნს 1,22 დღეში აკეთებს(შედარებისთვის მზესთან ყველაზე ახლოს მყოფი მერკური ორბიტას 88 დღეში შემოივლის, დედამიწა 365 დღეში).