განახლდა: 12/11/2026
ირმის ნახტომის ფონზე ატმოსფეროს უჩვეულო მწვანე ნათება ჩანს – ფენომენი, რომელსაც „ჰაერის ნათება“ (Airglow) ეწოდება.
ეს არის ატმოსფეროს (კერძოდ, მეზოსფეროსა და თერმოსფეროს) სუსტი, ბუნებრივი ლუმინესცენცია, რომელიც დედამიწის გარშემო მუდმივად არსებობს და პოლარულ ნათებას ჰგავს, თუმცა განსხვავებული წარმოშობისაა.
დღის განმავლობაში მზის ულტრაიისფერი სხივები ატმოსფეროს ზედა ფენებში არსებულ ჟანგბადის მოლეკულებს შლის (იონიზაცია), ღამით კი ეს ატომები კვლავ უერთდებიან ერთმანეთს და ჭარბ ენერგიას სინათლის სახით ასხივებენ (გაზის იონიზაცია), რაც დაახლოებით 90–100 კილომეტრის სიმაღლეზე მკვეთრ მწვანე ფერს ქმნის.
მიუხედავად იმისა, რომ შეუიარაღებელი თვალით ეს ნათება სუსტად ჩანს ან საერთოდ არ შეინიშნება, თანამედროვე ციფრული ფოტოაპარატები გრძელი დაყოვნებით მას ძალიან კარგად აფიქსირებენ, რის გამოც ასტროფოტოგრაფების კადრებში ირმის ნახტომის მკლავი და მწვანე „ნისლი“ ერთად იკვეთება (ფოტოზე ასევე დაიმზირება მაგელანის დიდი და პატარა ღრუბლებიც).
ეს ფენომენი აბსოლუტურად ბუნებრივი, ყოველდღიური ფიზიკურ-ქიმიური პროცესია დედამიწის ზედა ატმოსფეროში და არანაირ კავშირში არ არის რაიმე კატასტროფასთან ან ანომალიასთან (ზოდიაქოს ნათება, ირმის ნახტომის მკლავი და პირისპირნათება (Gegenschein)).